28 ივნისს, ფოთის "კოლხეთი" სეზონისთვის მზადებას შეუდგა. კოლხებს რამდენიმე ახალწვეული ჰყავთ. ამას გარდა, კლუბს მალე ბიუჯეტსაც დაუმტკიცებენ...
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა ორი თავდამსხმელი მიიწვია - ლევან კუხალეიშვილი და მამუკა ღონღაძე.
პირველი მათგანი გასულ სეზონში "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა. ღონღაძეს კი ქუთაისის "ტორპედოსა" და ცხინვალის "სპარტაკის" ღირსება დაუცავს, სამი წელი ლატვიაში გამოდიოდა და ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირის, თავდამსხმელისა და ფეხბურთელის პრიზები მოუპოვებია. მაგრამ ლატვიის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნებულს არ გაუმართლა, დაშავდა და მთელი სეზონი გაუცდა. ახლა 29 წლის ფორვარდმა
ფოთის "კოლხეთში" ითამაშებს ამბერკი ინჯიბაშვილიც. ფოთის "კოლხეთის" 23 წლის ახალწვეული გუნდს წინასასეზონო შეკრებაზე შეუერთდა. ის ოზურგეთშია დაბადებული, მაგრამ ფეხბურთის თამაში სწორედ ფოთში დაიწყო, შემდეგ კი უკრაინის მესამე ლიგის კლუბებში - "ედნისტის", ნოვა კახოვკას "ენერგიასა" და კიევის "ობოლონ-ბროვარიაში" თამაშობდა.
ამჟამად, ინჯიბაშვილი უკრაინის მოქალაქეა. აქ კი გასული ზამთრის შესვენებისას "გაგრის" შემადგენლობაში გამოჩნდა და 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
* * *
"ფოთში თავს კარგად ვგრძნობდი და სიამოვნებით დავრჩებოდი, მაგრამ რამდენიმე ფაქტორი იყო: ჯერ ერთი, ევროპალიგაზე გასულმა გუნდმა მიმიწვია.
მეორე ისაა, რომ "ცხინვალის" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავასთან ფოთამდეც მიმუშავია და ნამდვილად კარგი სპეციალისტია.
მესამე და არანაკლები ფაქტორი კი ისაა, რომ "კოლხეთში" ფინანსური მდგომარეობა არც ისე სასურველი იყო. თუმცა, ამ კლუბის მადლიერი ვარ, იქ ბევრი კარგი თამაში მახსენდება", - ამბობს გიგაური.
* * *
არ გამართლდა ხმები, თითქოს "კოლხეთს" წლის ბოლომდე მხოლოდ 150 ათასი ლარის ანაბარა დატოვებას უპირებდნენ. ამის თაობაზე კლუბის დირექტორს, თემურ ბარქაიას ველაპარაკეთ.- ჯერ კიდეევ ორი კვირის წინათ უნდა გადაწყვეტილიყო კლუბის დაფინანსების საკითხი. რამე თუ დაკონკრეტდა?
- დღეს ვიყავით საკრებულოს სხდომაზე, სადაც "კოლხეთის" დაფინანსების საკითხი განიხილეს, მაგრამ ჯერ ბიუჯეტი არ დამტკიცებულა.
- კი მაგრამ, სადაცაა, სეზონი დაიწყება და საკადრო საკითხები ხომ უნდა გაირკვეს?
- გადაწყდა, რომ პარასკევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება და 200 ათას ლარს დაგვიმტკიცებენ.
- მეტს არა?!
- ეს იქნება სექტემბრამდე გამოყოფილი თანხა და ვთანხმდებით, რომ 200 ათასი მინიმუმია. თუმცა, შესაძლოა, დაფინანსება გაიზარდოს.
- ამის იმედს რა გაძლევთ?
- ის, რომ ესეც მინიმუმია და რეალურად რომ ვთქვათ, მის დახარჯვას, სჯობია, ფული არც დაირიცხოს. ყველას ესმის, რომ უმაღლესი ლიგის გუნდისთვის ეს მიზერული თანხაც არაა და გამოდის, რომ 200 ათასი ლარი წყალში ჩაიყრება.
ამიტომ მგონია, რომ შესაძლოა, ცვლილება უკეთესობისკენ იყოს. ფიქრობენ, რომ თანხები სხვა პუნქტებიდან დაგვიმატონ.
- ან 200 ათასი როგორ გეყოფათ? წინაა შეკრება, ჩემპიონატი დაიწყება და სტადიონის იჯარა დაგჭირდებათ...
- არა მხოლოდ სტადიონის იჯარა, სავარჯიშო მოედანიც დასაქირავებელია. მარტო 20 ათასი არის სტადიონის და სავარჯიშო მოედნის იჯარის ფული, 20 ათასი უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის, უზურფურქტის წესით სტადიონი გადმოგვეცა და მიწის გადასახადი 14 ათას ლარამდეა. ამას ემატება ყოველთვიური კომუნალური გადასახადები, რაც თვეში 2 ათას ლარს აღწევს.
საკრებულოს სხდომაზე მე ეს ხარჯები დავაფიქსირე, მაგრამ ვიმეორებ, კლუბზე გული შესტკივათ და იმედი გვაქვს, დაფინანსებას გაგვიზრდიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"