ზაზა ურუშაძე: "გურია" ძველ სიმაღლეს უნდა დაუბრუნდეს

AutoSharing Option
1 ივლისს ლანჩხუთის "გურიამ" სეზონისთვის მზადება თბილისში დაიწყო. კახა გოგიჩაიშვილმა გუნდი თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში შეიკრიბება, სადაც მოსამზადებელი ეტაპის საწყის პერიოდს გაივლის. მერე კი "გურია" გრიგოლეთის ბაზაზე გადაინაცვლებს.

რა სიახლეებია "გურიაში", რა პროექტების განხორციელება დაიწყეს და სად მოემზადება გუნდი? ამ და სხვა კითხვებით ლანჩხუთის "გურიის" პრეზიდენტ ზაზა ურუშაძეს დავუკავშირდით:

- რა სიახლეებია გუნდში?
- სიახლე ის არის, რომ გრიგოლეთის ბაზის მშენებლობა დავიწყეთ, ძველი და უკვე ყავლგასული კოტეჯები ავიღეთ და მათ ნაცვლად 50 კაცზე გათვლილ, კეთილმოწყობილ საცხოვრებელს ავაშენებთ.

მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით
- ბაზაზე მოთამაშეთა მოსამზადებლად აუცილებელი ყველა საჭირო პირობა გვექნება, იქ არსებულ მოედანს მეორეც დაემატება, აშენდება ტრენაჟორების დარბაზი, საუნა და ყველაფერი ის, რაც ბაზაზე აუცილებელია. ეს იქნება თანამედროვე, კეთილმოწყობილი ბაზა, რომელიც დიდი ხნის შემდეგ კვლავ გუნდის საკუთრებაში იქნება.

- მშენებლობა როდის დასრულდება?
- მშენებლებს ვადა 20 ოქტობრამდე მივეცით. ამაში რაიონი 400 ათასს იხდის და ცხადია, მშენებლობას მკაცრად გავაკონტროლებთ, გრაფიკი დაცული რომ იყოს და გუნდი საკუთარ ბაზაზე დროულად გადავიდეს.

საბოლოოდ კი, ბაზა 20 ოქტომბერს უნდა გადმოგვეცეს. საქართველოში მსგავსი კომპლექსი სულ ორიოდე გუნდს აქვს. მინდა, "გურია" ძველ სიმაღლეებს დაუბრუნდეს, ის ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.

- მანამდე გუნდი სად იცხოვრებს?
- 9 ივლისს "გურია" გრიგოლეთში დაბრუნდება და სასტუმროში დაბინავდება, ლანჩხუთში კი ივარჯიშებს. სხვათა შორის, შესაძლოა, საკონტროლო შეხვედრა თურქეთში გავმართოთ. სპარინგზე ტრაბზონის მეორე გუნდს შევუთანხმდით.

- რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს. ვინ წავიდა და ვინ დაიმატეთ?
- "სამტრედიაში" ითამაშებენ გაბრიელ თებიძე, გიორგი მჭედლიშვილი და ჯემალ გოგიაშვილი, ლევან ინგოროყვა და გიგა ჭეიშვილი კი "შუქურაში" გადავიდნენ. მათ კონტრაქტები დაუსრულდათ და ხელი აღარ შევუშალეთ. მაგრამ ბირთვი შევინარჩუნეთ - ალეკო კოშკაძე, თორნიკე მოსიაშვილი, ლექსო ბენაშვილი და კობა შალამბერიძე ისევ ჩვენთან ითამაშებენ.

შესაძლოა, მარტვილის "მერანიდან" კიჭი მელიავა და დათა ციცხვაია დავიმატოთ, ფოთის "კოლხეთიდან" კი - თავდამსმხელი შოთა ჯიქია. ამას გარდა, საინტერესო მოთამაშეები არიან "გურიის" დუბლებში, რომელმაც გასულ სეზონში მეორე ადგილი დაიკავა.

მწვრთნელი მათაც აკვირდება. თუ დაგვჭირდა, უკრაინიდან სამ ლეგიონერს დავიმატებთ. ისინი გაცილებით კარგი მოთამაშეები იქნებიან, ვიდრე გასულ სეზონში ჩამოყვანილები. კიევის "დინამოსა" და მის ვეტერან ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

- მართალია, თითქოს თბილისის "დინამოს" მეკარე ნიკა დაუშვილი დაიმატეთ?
- სავარაუდოდ, ის ჩვენთან ითამაშებს.

- ..და რაც შეეხება თენგიზ ჩიკვილაძეს...
- იცით, რომ ახლახან კახა გოგიჩაიშვილი მოვიწვიეთ და ეს ყველაფერი მთავარი მწვრთნელის კომპეტენციაა. ალბათ, უახლოეს დღეებში გვეცოდინება, კონტრაქტებს ვის გავუფორმებთ. გადაწყვეტილებას ფინანსური საკითხების დაზუსტების შემდეგ მივიღებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გოგიჩაიშვილი აგაშენებთ
dudu
12:26 05-07-2015
0
წარმატებები გურიას, მალე გვენახოს ევროთასებზე გასული. ეს გუნდი მართლაც უნიკალურია მიუხედავათ ფინანსური სიძნელეების ის ყოველთვის კარგათ თამაშობს. საქართველოს ჩემპიონატი გურიის გარეშე ვერ წარმომიდგენია.
otari
16:34 05-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული