ბესო აბაშიძე: ილია კოკაიას თავი რესტორანში ჰგონია...

AutoSharing Option
ილია კოკაიასთან "ლელოში" დაბეჭდილი ინტერვიუში ლაპარაკი იყო კლუბის თანამშრომელთა მიმართ სახელფასო დავალიანებაზე. "ზესტაფონის" მეპატრონემ ბრძანა, რომ კლუბს არანაირი შიდა დავალიანება არ აქვს.


იქვე, ნახსენები იყო საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი ბესო აბაშიძე, რომელსაც რამდენიმე კითხვა დავუსვით:

- ილია კოკაია ამბობს, რომ არანაირი დავალიანება არ აქვს დაკისრებული. ეს ელემენტარული ტყუილია. კოკაიამ ძალიან კარგად იცის, რომ აქვს მეკარეთა მწვრთნელის, თამაზ ოდიკაძის დავალიანება. ამის თაობაზე "ზესტაფონი" ჯერ კიდევ შარშან, ევროთასებამდე იყო ინფორმირებული.

ამ დროისთვის, "ზესტაფონს" შეჩერებული
აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრის სტატუსი და სწორედ ამ სტატუსის შეჩერების შემდეგ გადაიხადა კოკაიამ შოთა ბაბუნაშვილისა და თორნიკე აფციაურის დავალიანებები. ოდიკაძის დავალიანებას კი არ იხდის.

- "ზესტაფონის" არგუმენტია, რომ მეკარეთა მწვრთნელი თამაზ ოდიკაძე გუნდის ახალმა მწვრთნელმა იმავე პირობებითა და ანაზღაურებით მეორე გუნდში გადაიყვანა. თუმცა, კლუბში აღნიშნავენ, რომ ოდიკაძე "გაგრაში" წავიდა სამუშაოდ...
- არ არის ასე. თამაზ ოდიკაძეს "გაგრაში" არასოდეს უმუშავია. ის დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ეხმარებოდა გუნდის სამწვრთნელო შტაბს მხოლოდ იმიტომ, რომ მეკარეთა მწვრთნელი არ ჰყავდათ. ეს იყო და ეს. ეს მოხდა "გაგრის" პრეზიდენტ ბესო ჩიხრაძის თხოვნის საფუძველზე და არანაირი ფინანსური დაინტერესება ოდიკაძეს ამ საქმეში არ ჰქონია.

სხვათა შორის, ჩიხრაძე და კოკაია უახლოესი მეგობრები არიან. შეუძლია, მას ჰკითხოს, რა და როგორ იყო.

- ამ ეტაპზე, თქვენთან მხოლოდ თამაზ ოდიკაძის დავალიანებაზეა შემოსული შეტყობინება?
- დიახ, ასეა. ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გამოტანილია გადაწყვეტილება. თუ ფეხბურთის ფედერაციის მომავალ ყრილობამდე "ზესტაფონი" არ დაფარავს არსებულ ვალს, ის გაირიცხება ფეხბურთის ფედერაციის წევრობიდან. დღეს კლუბს შეჩერებული აქვს წევრის სტატუსი.

- ილია კოკაია არ აღიარებს ამ დავალიანებას...
- კოკაიას თავი რესტორანში ჰგონია. მას მიაჩნია, რომ ფულს გადაიხდის და იმ მუსიკას შეუკვეთს, რომელიც მას უნდა. კოკაიას მიაჩნია, რომ ყველამ მის მიერ შედგენილი წესებით უნდა ითამაშოს.

- "ზესტაფონის" მფლობელი არ მიიჩნევს ლეგიტიმურად აღმასკომისა და ტრიბუნალის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს...
- თუ არ ვცდები, 6 თვის ხელფასი აქვს ასაღები თამაზ ოდიკაძეს. ახლა მე არ შემიძლია დაგისახელოთ თანხის კონკრეტული რაოდენობა, რადგან ის კონფიდენციალურია. გარწმუნებთ, ეს საფეხბურთო მასშტაბებით სასაცილო თანხაა.

კლუბის თანამშრომელს რომ ეკუთვნის ანაზღაურება და მან ეს თანხა უნდა აიღოს, ამას რა დიდი განსჯა უნდა, არ მესმის?!

- ფაქტია, დღეს ზესტაფონი უფეხბურთოდ არის დარჩენილი...
- ვისაც ეს უხარია, ის არის ქართული ფეხბურთის მტერი. მანახვეთ თუნდაც ერთი ასეთი ადამიანი და პირველი მე ვიქნები, ვინც გაილაშქრებს მის წინააღმდეგ. უბრალოდ, არსებობს საყოველთაოდ აღიარებული საფეხბურთო წესები და ვინც ფეხბურთში საქმიანობს, ვალდებულია, ამ წესებს დაემორჩილოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვიტჯორჯიას, სიონს და კიდევ სხვა გუნდებს რომ აქვთ დავალიანებები, იმათ რატომ არ უჩერებენ წევრობას, საინტერესეოა?
თუ მარტო იმიტომ, რომ კოკაია ამ ფედერაციის პროტივაა და ვიტჯორჯია და სიონი - ზა?
bagrat
11:32 12-07-2015
0
ვერ გამიგია ქარტველები ხართ და ესე როგორ გძულტ ქარტული ფეხბურთი რომ სპობთ.ნუთუ არ გრცხვენიათ კოკაიას რას ერშით იქით გადასახლებაში უნდა იყოთ ფედერაციასთან ერთად უგნურო ხალხო ფედერაციაში ჩაბუდებულო მონსტრებოო წადიიიიიიტტტტტტტ
vai tqvens patrons
09:48 12-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული