ქუთაისის "ტორპედოს" კარს რევაზ თევდორაძე დაიცავს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" მეკარე რევაზ თევდორაძე დაიმატა. 27 წლის კიპერი ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატია და მისი ფორმა ერთხელ უკვე მოურგია, უთამაშია ასაკობრივ ნაკრებებშიც. თევდორაძემ "ტორპედოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სულ თევდორაძე კარიერაში მე-10 გუნდის ფორმას მოირგებს. მას "თბილისში", "ზესტაფონში", "გაგრაში", რიგის "ოლიმპიაში", ბათუმის "დინამოში", "ჩიხურაში", ბაქოს "ინტერში", "ზუგდიდსა" და ბოლოს "სამტრედიაში" უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ რიონისპირელებმა წლეულს კიდევ ერთი მეკარე, 34 წლის გიორგი სომხიშვილი აიყვანეს. ბექა შეყრილაძესთან კონტრაქტი აღარ გაგრძელდა და ის კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. ასევე მოხდა ოლეკსეი შევჩენკოს შემთხვევაშიც, რომელიც "დილაში"
გადავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული