ისევ მოგება, ისევ გოლები... ჯაბა დვალმა "საბურთალოსთვის" პირველად გაიტანა

AutoSharing Option
21 ივლისს "ბენდელაზე" ერთმანეთს პირველი ლიგის ჯგუფებში გამარჯვებულები შეხვდნენ - "საბურთალო" თერჯოლის "საპოვნელას" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

სტუმრებმა აქტიურად შეუტიეს და გოლის გატანა ორჯერ შეეძლოთ. თუმცა ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. ჯაბა დვალმა ფლანგური გარღვევა თავური დარტყმით დააგვირგვინა და "საბურთალოს" ფორმით პირველი გოლი გაიტანა - 1:0. გამოცდილ თავდამსხმელს ჯერ კლუბთან კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ, სავარაუდოდ, კარიერას სწორედ "საბურთალოში" გააგრძელებს.

გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა მეორე ტაიმში უფრო შემტევი და ლაღი ფეხბურთი აჩვენეს და მეტოქის კარი კიდევ ოთხჯერ აიღეს: 56-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა გიორგი
ხარაიშვილმა
საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და მეოთხე სპარინგ-მატჩში მე-5 გოლი მიითვალა.

67-ე წუთზე ანდრო სოფრომაძის გადაცემით გურამ გოშთელიანმა ისარგებლა და თავისიანები სამბურთიანი სხვაობით დააწინაურა. ამის მერე სტუმრებმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს და მალე სოფრომაძემ თავად გაიტანა. ამჯერად, საგოლე გადაცემა ხარაიშვილს ეკუთვნოდა - 4:0.

მატჩის მიწურულს ორი გოლი გავიდა: 85-ე წუთზე თერჯოლელებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს, რასაც გაგი მარგველაშვილის პენალტი (რომელიც ხარაიშვილმა მოიპოვა) მოჰყვა და "საბურთალომ" 5:1 მოიგო.

საბურთალო: ქურდაძე, ბეროშვილი, ბედიევი, კაკიაშვილი, ვაჭარაძე, ნიკოლაშვილი, ლაკვეხელიანი, ჩოგაძე, ბიძინაშვილი, წივილაშვილი, დვალი; შეცვლაზე: ჩოჩიშვილი, მარგველაშვილი, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, გოშთელიანი, შიხაშვილი, მამუჩაშვილი, ფანცულაია, გვარაძე.
საპოვნელა: გიორგაძე, რობაქიძე, ენდელაძე, ჯიმშელეიშვილი, ბერუაშვილი, მაკარიძე, ცქიფურიშვილი, მურადაშვილი, ბუხაიძე, ამბროლაძე, ჭაჭიაშვილი; შეცვლაზე: მზევაშვილი, პაპავა, შუღლაძე, თავაძე, ზეინკლიშვილი, ალავიძე, ბარბაქაძე, ლაღაძე, ბანძელაძე.

ეს იყო "საბურთალოს" მესამე გამარჯვება მეოთხე საკონტროლო შეხვედრაში. ჭიაბრიშვილის გუნდმა მხოლოდ თბილისის "ლოკომოტივთან" წააგო (2:3), მანამდე კი ქუთაისის "ტორპედო" (3:1) და ბოლნისის "სიონი" (4:0) დაამარცხა. გოლების რაოდენობასაც შევხედოთ - საბურთალოელებმა 4 მატჩში 14 გოლი გაიტანეს.

აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს "საბურთალოს" მომდევნო საკონტროლო მატჩი, რომელიც 24 ივლისს გაიმართება - უმაღლესი ლიგის დებიუტანტი თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება. მატჩი დიღმის ბაზაზე 18:30 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული