შევეცადეთ, ყველა მხარის პოზიცია მიგვეწოდებინა მკითხველისთვის... თემასთან დაკავშირებით "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბესო აბაშიძემ:
"მე ობიექტურად მგონია, რომ ილია კოკაიას მეტი ინტელექტი აქვს, ვიდრე ამის დამწერს.
მე ორი თვეა, რაც მინისტრის მოადგილე ვარ, მანამდე პრეზიდენტის აპარატში ვმუშაობდი. ფეხბურთისა და პოლიტიკის დაკავშირება ამ შემთხვევაში სრულიად უადგილოა.
ჩვენი ორგანიზაცია, უფრო ზუსტად
ჩვენ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვიცავთ ფეხბურთელთა ინტერესებს. ჰკითხონ სხვადასხვა ფეხბურთელს - კვარაცხელიას, შაშიაშვილს, ჩისკოს, უსტარიცს, "გურიას", "დილასა" და "ზუგდიდის" მოთამაშეებს... თუ როდისმე რამე აგვიღია მათგან. ჩვენს ანგარიშზე თანხა არის ნული!
რაც შეეხება თამაზ ოდიკაძის საკითხს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. თუ რამე პრეტენზია ჰქონდათ, მოსულიყვნენ და მიეღოთ მონაწილეობა განხილვაში. უწყებაც კი არ ჩაიბარეს.
ჩემი საქმიანობის შესახებ კი მოუძიებიათ ინფორმაცია... აქვე დავამატებ, რომ ჩვენი სამინისტროდან შევდივარ საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობ საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც ახლახან ჩამოყალიბდა.
ამ წერილის დამწერზე უკეთ ვიცი, რომ არ მაქვს უფლება, სახელმწიფო უწყების პარალელურად ვიმუშაო ანაზღაურებად თანამდებობაზე...
"ზესტაფონის" ამბავი კი საწყენია, რადგან თუ გუნდი არ იქნება, ნაკლები ფეხბურთელი დასაქმდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"