მაგრამ ამბავი, რომელიც გუშინ შევიტყვეთ, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა - "ლელოს" აცნობეს, რომ "გურია" ხუთ გამოცდილ მოთამაშეს დაემშვიდობა - ალეკო კოშკაძეს, თენგიზ ჩიკვილაძეს, სერგი ორბელაძეს, კობა შალამბერიძესა და დათა ციცხვაიას.
კოშკაძემ ახალი კლუბი მალევე მოძებნა და კარიერას ფოთის "კოლხეთში" გააგრძელებს. სხვები კი უგუნდოდ დარჩნენ და მომხდარით უკმაყოფილებას არ მალავენ.
"გაშვების მიზეზად ჩვენი ასაკი დაასახელეს, მაგრამ ასაკიანებიც დატოვეს და ეს გადაწყვეტილება
აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებები ფედერაციაში არ წაიღეს და რეგისტრაციაშიც არ გაატარეს. ეს, უბრალოდ, სპორტული აფერისტობაა. გვეგონა, რომ კონტრაქტები გვქონდა.
ქართულ ფეხბურთში ასეთი ამბები რომ ხდება, ამიტომაც აქვს საქმე კარგად. სანამ ფეხბურთელებისადმი ასეთი უპატივცემულობა იქნება, არაფერი გვეშველება.
ან ეს ფედერაცია რას გვიკეთებს, კმაყოფილები რომ არიან?! ქართული ფეხბურთი თავზე დაგვემხო და მალე რეიტინგის მიღმაც დავრჩებით. გარიგებულმა თამაშებმა წაგვლეკა. მილიონებს შოულობენ, ჩვენ კი თეთრებს გვიგდებენ, დისტრიბუტორებზე უფრო ნაკლებს ვიღებთ და ახლა სულაც უშემოსავლოდ დავრჩით. სირცხვილი არაა"?! - აღშფოთებულია ჩიკვილაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"