ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: "შუქურას" მოგებამდე ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
29 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXVIII ტურში აუტსაიდერმა ქობულეთის "შუქურამ" ბათუმის "რაგბი არენაზე" ერთ-ერთ ლიდერს "სამტრედიას" უმასპინძლა და მეტად დაძაბულ ბრძოლაში ფრეს დაჯერდა.

პირველ ტაიმში სტუმრებს პენალტით შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ ნიკოლოზ საბანაძის დარყმული ბურთი მეკარე გიორგი სომხიშვილმა მოიგერია. თუმცა, "სამტრედიამ" შესვენებამდე მაინც გაიტანა გოლი: 26-ე წუთზე დავით რაჟამაშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით მასპინძელთა კარში გავიდა.

ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები მეორე ტაიმში. მე-60 წუთზე სანდრო გურულის პასით მარსელინიომ კოხტა თავურით აღადგინა თანაფარდობა, ცოტა ხანში კი ქობულეთელმა გიორგი კახელიშვილმა კიპერივით ხელით
მოიგერია კარში გაგზავნილი ბურთი, გააძევეს და თერთმეტმეტრიანი ამჯერად ნიკა სანდოხაძემ ვერ გამოიყენა - მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

დარჩენილ დროში რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა "შუქურამ" კობა შალამბერიძის გოლით მოახერხა დაწინაურება (გადაცემა დავით ჩაგელიშვილმა გაუკეთა), ახლოსაც იყო გამარჯვებასთან, მაგრამ 90-ე წუთზე რაჟამაშვილის გადაცემა გამოიყენა საბანაძემ და თავით დალაშქრა სომხიშვილის კარი - 2:2.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მერამდენედ გადაარჩინა საბანაძემ წაგებას სამტრედია? ეს ერთი ბიჭი ვერაფერს გახდება ყველა გუნდთან?
roma
10:29 30-09-2017
0
ორმა ნიკამ დააკარგვინა სამტრედიას კიდევ ერთი შანსი საჩემპიონო ნახტომისაკენ!
ესეც უნდა გეხერხებოდეს რომ მეკარეს წინასწარ დაანახო საით ურტყავ( საბანაძე) ან 8 მეტრიდან ვერ გაიტანო (სანდოხაძე) ცარიელ კარში.
სოსიაშვილის ბრალი აქ არ სჩანს. ეს ოლაიტანი საიდან და ვინ მოიყვანა?
ხუთკუნჭულა
21:17 29-09-2017
1

სიახლეები პოპულარული