ლაშა თოთაძე "საბურთალოში" გადასვლაზე თავად მინისტრმა დაითანხმა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ექსკაპიტანი ლაშა თოთაძე "საბურთალოში" ითამაშებს.

26 წლის მცველი გია გეგუჩაძის გემოვნებაში არ ჯდებოდა, ამიტომ გუნდმა მისი გაშვება გადაწყვიტა.

თოთაძის გადაბირებით ბათუმის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა, Sportall.ge-სთვის სანდო ინფორმაციით, ფეხბურთელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი უშუალოდ შეხვდა.

მინისტრმა დაარწმუნა თოთაძე, რომ "საბურთალოში" გადასულიყო, სანაცვლოდ კი კარგი პირობები შესთავაზა, მათ შორის, ბანკში არსებული სესხის დაფარვაც.

ლაშა თოთაძე მეორე დღეა დუშეთშია და გუნდთან ერთად შეკრებას გადის. თოთაძე "საბურთალოში" იჯარით დეკემბრამდე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს"
პრეზიდენტი იყო, ვიდრე მინისტრად დანიშნავდნენ. როგორც ჩანს, გამინისტრების შემდეგ ის მაინც არაფორმალურად ზრუნავს გუნდის კეთილდღეობაზე.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეგ ტაპორი საერთოდ გასაგდებია, რა დროს თოთაზეა
vova
29 ივლისი 2015 09:08
0
ეას აპიარებტ ტქვრ დამპლებო ხეცჰიკამ გადაიბირაო, ვის რად უნდა თოთაზე
dudu
29 ივლისი 2015 09:06
0
გველესიანიც აჩუქეთ ვინმეს რაა.... არავის უნდა :(
დინამო
28 ივლისი 2015 11:29
0
ვა ვა ვა!!!! ძაააააან გამიხარდა, ვიძახი რაა ძააან მაგარია გეგუჩაძეე.... დინამოს მაუსირს ვყიდულობ ხვალ!
თბილისი
28 ივლისი 2015 11:24
0
წარმატება უსურვოთ ამ ადამიანს ახალ გუნდში. სწორი გადაწყვეტილება მიუღია დინამოს, რადგან მისი ბოლო ტამაში "გაბალასტან" ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ფაქტიურად მან გამოაგდო გუნდი ევროლიგიდა.
berdo
28 ივლისი 2015 10:47
0
Swori gadawyvetilebaa dinamos mxridan.
kaxa
28 ივლისი 2015 10:40
0
ჩემი აზრით არ არის თოთაძე იმ დონის მცველი თბილისის დინამოში რო უნდა თამაშობდეს. სისწრაფე აკლია, პოზიციურად იმაზე მეტს სცოდავს ვიდრე უნდა სცოდავდეს და ძალიან არასტაბილურია. სწორი გადაწყვეტილება იყო დინამოს მხრიდან. ალბათ კიდევ უნდა ველოდოთ დინამოდან დამცველების დაფერთხვას.
dadu
28 ივლისი 2015 10:24
0

სიახლეები პოპულარული