დილა-სიონი 3:0 - გორელთა დამაჯერებელი გამარჯვება

AutoSharing Option
31 ივლისს, საქართველოს ჩემპიონმა გორის "დილამ" საკუთარ სტადიონზე ამხანაგურ მატჩში ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

"დილას" ოფიციალური საიტის ცნობით, შეხვედრა მთლიანად უჩა სოსიაშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა და ეს ანგარიშშიც აისახა. გორელებმა ანგარიში მე-14 წუთზე, ლექსო კვახაძის გოლით გახსნეს, მეორე ტაიმში კი ჯერ ირაკლი მოდებაძემ (69) გამოიყენა თავისი შანსი, მატჩის მიწურულს კი გუგა ფალავანდიშვილმა (85) დაახლოებით 30 მეტრიდან ულამაზესი გოლით წერტილი დასვა - 3:0.

"დილამ" "სიონთან" ამ შემადგენლობით ითამაშა: შევჩენკო, კვირკველია, კვახაძე (კაპ.), პაპავა, ნავალოვსკი, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, ძარია,
გვალია, მოდებაძე (მაშუკოვი 71), კვირკვია (მარცვალაძე 60).

უმაღლესი ლიგის 2015/16 წლების სეზონისთვის მზადების ფარგლებში "დილა" მორიგ სპარინგ-მატჩს პირველი ლიგის "ალგეთთან" 1-ელ აგვისტოს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე გორელი ვარ და სტადიონზეც გახლდით 40 გრადუს სიცხეში,თანაც თბილისიდან სამსახურში დავეთხოვე და წავედი საქომაგოდ,,,ის ვინც ნავალას და მარცვალას აგინა, მაგარი ჩაისვაა როცა მტელმა ტრიბუნამ დაგმო მისი საქციელი, და აქეთ დაუწყეს გინება ნავალოვსკი კი შეზახილებით გავამხნევედ...დარწმუნებული ვარ მაგ ადამიანს დიდი ფეხბურთი კიარა სტადიონზე პირველად იკო საერთოდ,,,და ერთი უგუნური ადამიანის ქმედება არ ნიშნავს იმას რო გორში კულტურა არარსებობს და ფეხბურტელებს პატივს არ ცემენ,,დამერწმუნეთ პირიქითაა ყველაფერი ...გორის დილა და ფეხბურთელები ყველა გორელი გუშემატკივრის გულშია..დილა მარადჯამს..
gori
13:13 01-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული