ლანჩხუთის "გურია" კოტდივუარელ თავდამსხმელ ბოტი გოა დემელს იმატებს

AutoSharing Option
"გურია" კოტდივუარელ თავდამსხმელ ბოტი გოა დემელს იმატებს. მას ქართველი ქომაგი "ზესტაფონიდან" იცნობს.

26 წლის აფრიკელი ფორვარდი იმერელთა შორის 2012/13 წლების სეზონში თამაშობდა (17 მატჩი, 3 გოლი), როცა იმ დროისთვის მოქმედი ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი სათასო ბატალიებიდან მაშინ ჯერ კიდევ პირველლიგელმა "გურიამ" გამოთიშა.

სხვათა შორის, მაშინ დემელმა "გურიას" ორივე შეხვედრაში (0:1, 3:2) გაუტანა, თუმცა "ზესტაფონს" მისი გოლები არ ეყო და "სტუმრად" (ორივე მატჩი ზესტაფონში გაიმართა) გატანილი მეტი გოლის წყალობით, შემდეგ ეტაპზე ლანჩხუთელები გავიდნენ.

სხვა
დასხვა დროს ბოტი გოა დემელს საფრანგეთის, პორტუგალიის, ესპანეთისა და სომხეთის რამდენიმე გუნდში უთამაშია. როგორც გავიგეთ, კოტდივუარელს ლანჩხუთში დღეისთვის ელიან და, შესაძლოა, დღესვე ითამაშოს ხონის "იმერეთთან" საკონტროლო მატჩში, რომელიც 8-დან 7 აგვისტოს გადმოიტანეს. "ევგრაფი შევარდნაძეზე" ეს შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.

ამით გურულები საკონტროლო მატჩების სერიას დაასრულებენ. აქამდე გამართული 9 მატჩიდან კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებს ჩინებული შედეგი აქვთ - 6 მოგება, 3 ფრე და არცერთი წაგება!

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ტესტმატჩში "გურია" ქვედალიგელს ხვდება, დიდი ალბათობით, გუნდი ახალი სეზონის შემობრძანებას წაუგებელი ამხანაგურებით დახვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული