გორის "დილა" ლუკა რაზმაძემ და თენგიზ წიქარაძემ დატოვეს

AutoSharing Option
გორის "დილას" "ფეისბუქის" გვერდი გვამცნობს, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობა ორმა ფეხბურთელმა დატოვა.

31 წლის ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე კარიერას ბოლნისის "სიონში" გააგრძელებს. "დილას" გარდა, მას "ვიტ ჯორჯიასა" და რუსთავის "ოლიმპში" უთამაშია, საქართველოს ნაკრებში კი 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

"დილა" ასევე შეელია თენგიზ წიქარიძეს. გორის საფეხბურთო სკოლის 19 წლის აღზრდილი კარიერას ქობულეთის "შუქურაში" გააგრძელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული