გორის "დილა" უკვე მესამე ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
ლუკა რაზმაძისა და თენგიზ წიქარიძის შემდეგ გორის "დილა" მიხაილ გორელიშვილმაც დატოვა.

22 წლის ფეხბურთელი სხვადასხვა დროს "რუბინისა" და "ტოსნოს" ღირსებასაც იცავდა. ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას გორელიშვილი.

"დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა კი "ლელოსთან" განმარტება გააკეთა რაზმაძისა და წიქარიძის წასვლასთან დაკავშირებით.

"ლუკა რაზმაძეს სჭირდება სისტემატური სათამაშო პრაქტიკა. ის 6-თვიანი იჯარით წავიდა "სიონში", კონტრაქტით კი ისევ გორის "დილას" ეკუთვნის. რაც შეეხება თენგო წიქარიძეს, მან თავად გამოთქვა "შუქურაში" წასვლის სურვილი. გუნდი დატოვა ასევე მიხაილ გორელიშვილმაც", - გვითხრა სოსიაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინღა დატოვეთ გუნდში მე თქვენი ,,,,,, სტადიონზე მოსვლა შეგვაზიზგეთ გულშემატკივრებს რომელი გყავთ რაზმაძეზე უკეთესი ან რომელი თამაშობს გორელებზე გულიანათ ერთი ბაგაევზე შეიძლება დანარჩენები ლიახვში ხართ გადასაყრელები სოსიაშვილიანათ ...
jorjika
14:30 12-08-2015
0
არ ათამაშებდა ამ ნიჭიერ ბიჭს და წავიდოდა აბა რა... სოსიაშვილსაც ბევრი სწავლა სჭირდება ჯერ კიდევ..
goga
14:45 12-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული