უმაღლესი ლიგა. II ტურის წინ: დღის მთავარი მატჩი "ბენდელაზეა" [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: თბილისის "დინამო" სატურნირო ცხრილს 6 ქულით ლიდერობს

22 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის II ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება. ექვსივე თამაში 17:00 სთ-ზე დაიწყება.

დღის მთავარი შეხვედრა "ბენდელას" სტადიონზე შედგება, სადაც "საბურთალო" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს I არხი წარმოადგენს.

* * *
შეგახსენებთ, რომ ტური 21 აგვისტოს, გორში გაიხსნა, სადაც ჩემპიონმა "დილამ" ვიცე-ჩემპიონ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1. ანგარიში ოთარ მარცვალაძემ 24-ე წუთზე გახსნა, წონასწორობა კი  53-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა აღადგინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოგვიანებით
მიხეილ მესხის სახლეობის სტადიონზე გამართულ თბილისურ დერბიში "ლოკომოტივმა" "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გეგა დიასამიძემ გახსნა, თუმცა რკინიგზელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - მე-16 წუთზე გიორგი თევზაძემ გაათანაბრა, აქედან ათიოდე წუთში კი მსაჯმა მოედნიდან კონსტანტინე ღაღანიძე გააძევა და "ლოკომოტივის" კარში დანიშნული პენალტი მათე ცინცაძემ (27) გამოიყენა.

კაცნაკლულმა "ლოკომოტივმა" დინამოელებს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია - ტაიმის დასრულებამდე გოლი ჯაბა ჯიღაურმა (36) გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი მეორე ტაიმში ზაზა ჭელიძემ (84). დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით გია გეგუჩაძის გუნდმა 6 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში დროებით გალიდერდა.

უმაღლესი ლიგა. II ტური
22.08. ქობულეთი. "ჩელე არენა". 17:00
შუქურა-გურია
ურთიერთშეხვედრები
4: +2 =1 -1, 5:3

22.08. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 17:00
მერანი-ცხინვალი
დისკვალიფიკაცია: ომარ მიგინეიშვილი (ცხინვალი)
ურთიერთშეხვედრები
6: +2 =0 -4, 5:9

22.08. თბილისი. "ბენდელა". 17:00, LIVE "პირველ არხზე"
საბურთალო-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან

22.08. ლანჩხუთი. "ევ. შევარდნაძე". 17:00
კოლხეთი-სიონი
ურთიერთშეხვედრები
38: +17 =10 -11, 52:37

22.08. ზუგდიდი. "ბაიას ბაზა". 17:00
ზუგდიდი-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: შალვა ფურცხვანიძე (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები
18: +4 =5 -9, 10:21

22.08. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 17:00
საპოვნელა-სამტრედია
დისკვალიფიკაცია: დავით ბერუაშვილი (საპოვნელა)
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =0 -2, 1:8
მკითხველის კომენტარები / 1 /
პაპუნაშვილის ისმის რამე ?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული