15:00 24-08-2015
შუქურა-გურია 2:1 - ბოლო წუთების დრამა "ჩელე არენაზე" [VIDEO]
AutoSharing Option
აქედან 10 წუთში იმავე მაისურაძეს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, როცა ქობულეთელთა მცველებმა კვლავ უმეთვალყურეოდ მიატოვეს, მაგრამ "გურიის" შუახაზელმა დარტყმას ძალა ვერ მისცა და მეკარემ მისი მოგერიება შეძლო.
ამ ეპიზოდში მაისურაძე დაშავდა და შესვენებაზე შესაცვლელიც გახდა.
ქობულეთელები დაცვის ორმა "ჩავარდნამ" გამოაფხიზლა და "გურიას" უმწვავესად შეუტიეს. სანამ გათანაბრებას შეძლებდნენ, "შუქურამ" სამი აშკარა საგოლე მომენტი გაანიავა - ლევან გეგეჭკორმა პირველ ჯერზე კარში როგორ ვერ გადაგზავნა ბურთი, ძნელი სათქმელია. მეორედ მის უძლიერეს დარტყმას კოტე ხიზანეიშვილი გადაეღობა, ხოლო ერთხელაც სტუმარი მეკარე ნიკა დაუშვილმა გადაარჩინა.
მერე ლევან ინგოროყვას დარტყმა ასცდა კარს, თუმცა ექსგურულმა მალე საგოლე შეტევა წამოიწყო. ყოფილმა თანაგუნდელებმა ბურთი უხეიროდ მოიგერიეს და თენგიზ წიქარიძემ დაუშვილს აუღებელი დაურტყა.
მეორე ტაიმში ქობულეთელები უტევდნენ, მაგრამ ამით ხეირს ვერ იღებდნენ (ოდენ ხარიხას მოარტყეს ბურთი), "გურია" კი შანსს კონტრშეტევებში ეძებდა.
ზედიზედ მეორე შეხვედრაში 86-ე წუთი გურულებისთვის საბედისწერო გამოდგა - თუ პირველ ტურში "სიონთან" თამაში მოგებამდე ვერ მიიყვანეს, ამჯერად საერთოდ უქულოდ დარჩნენ.
არადა, მეორე ტაიმში საქმე იქითკენ მიდიოდა, გუნდები ფრეზე უნდა "შეთანხმებულიყვნენ", მაგრამ გურულთა დაცვა მარტივ სიტუაციაში ვერ გაერკვა და წიქარიძემ ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით (დუბლი) თავის გუნდს სეზონში პირველი 3 ქულა მოუტანა.
თუმცა ხუთიოდ წუთით ადრე შეიძლებოდა, მატჩის ბედი "გურიის" სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო, როცა შეტევაში წასული გია ჩადუნელი მასპინძლებმა საჯარიმოში მოცელეს, მაგრამ მსაჯის სასტვენი დუმდა.
სულ ბოლოსკენ გატანა მაინც შეეძლოთ სტუმრებს, მაგრამ ახლო მანძილიდან სახიფათოდ დარტყმული "შუქურას" მეკარემ კარის ხაზზე გააქვავა, რითიც მოიერიშეებს დამატებისა და ქულის გადარჩენის შანსი მოუსპო...
ნამატჩევს იყო გურულთა პროტესტი და მსაჯებმა ჩაფიძის პირადი ბარათიც წაიღეს. "გურიის" ფეხბურთელი კი ამაოდ ამტკიცებდა - ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, როგორ შეგაგინებდითო?!.
საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტური
22.08. ქობულეთი. "ჩელე არენა". 2 000 მაყურებელი
შუქურა-გურია 2:1
გოლები: 0:1 მაისურაძე (8. ჩაფიძის პასით), 1:1 წიქარიძე (36), 2:1 წიქარიძე (86)
შუქურა: ჯიოევი, ცხოვრებოვი, ბაგაევი, ჩალაძე, ჭეიშვილი, თარხნიშვილი (80. შარიქაძე), წიქარიძე, გეგეჭკორი, ინგოროყვა (65. დოლიძე), ე. ლობჟანიძე (78. კოპალიანი), ჩელებაძე.
სათადარიგოები: თ. კაკალაძე, ბრაჭული, ი. ტაკიძე, გეწაძე
მწვრთნელი: გელა სანაია
გურია: დაუშვილი, ლ. მჭედლიშვილი, ჩადუნელი, ქურდაძე, ხიზანეიშვილი, ლ. ნოზაძე, ე. კილაძე (75. ლ. კობერიძე), ნ. მაისურაძე (46. ა. რეხვიაშვილი), მოსიაშვილი (73. შ. ჯიქია), ჩაფიძე, ვ. წილოსანი.
სათადარიგოები: გოგუაძე, ზ. გელაშვილი, ზაქრაძე, ს. ბახია
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
გაფრთხილება: თარხნიშვილი (27), მოსიაშვილი (67), მჭედლიშვილი (84)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.
საქართველოს სუპერთასი
25 აგვისტო
დილა-დინამო (თბ)
25-26 აგვისტო
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები
უმაღლესი ლიგა. III ტური
29 აგვისტო, შაბათი
დინამო (თბ)-საბურთალო
30 აგვისტო, კვირა
დინამო (ბთ)-კოლხეთი
ტორპედო-დილა
ცხინვალი-ზუგდიდი
ჩიხურა-მერანი
სამტრედია-ლოკომოტივი
გურია-საპოვნელა
სიონი-შუქურა.
ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 4
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 3
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 2
ო. მარცვალაძე (დილა) 2
გ. გოშთელიანი (საბურთალო) 2
თ. წიქარიძე (შუქურა) 2.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული