გელა სანაიამ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება 25 აგვისტოს მიიღო.
როგორც Sportall.ge-სთვის ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელისგან გახდა ცნობილი, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კლუბის ხელმძღვანელსა დს სპორტულ დირექტორთან, მამუკა ჯუღელთან დაპირისპირება გახდა.
უფრო კონკრეტულად, "შუქურა"-"გურიის" მატჩზე, პირველი ტაიმის შემდეგ, ჯუღელს სანაიასთვის გასახდელში შესვლისა და ფეხბურთელებთან გასაუბრების უფლება არ მიუცია და თავად მიუცია რჩევა-დარიგებები მოთამაშეებისთვის.
რა მოხდა რეალურად და რა გახდა წასვლის მიზეზი, კომენტარისთვის Sportall.ge-მ გელა სანაიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა ტელეფონს არ პასუხობს.