თამაში "დილას" უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-8 წუთზე დაწინაურდა კიდეც. გორელთა ახალწვეულმა გოგიტა გოგუამ გადააწოდა ირაკლი მოდებაძეს, რომელმაც კარის გასწვრივ ჩააწოდა და გიორგი ნერგაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
მე-16 წუთზე ქუთათურებმა საჯარიმოში მოდებაძე წააქციეს. პირველ ჯერზე, საქართველოს წინა ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლემ გაიტანა, თუმცა მსაჯმა დარტყმა გაამეორებინა. ამჯერად, სტუმრები გადარჩნენ - ბურთი რევაზ თევდორაძემ მოიგერია.
45-ე წუთზე გოგუამ "დილაში" დაბრუნება გოლითაც აღნიშნა. მან
მეორე ტაიმის დასაწყისში თემურ ღონღაძემ გორელთა უპირატესობა სამამდე გაზარდა, ხოლო 67-ე წუთზე ისლამ მაშუკოვმა რომან ახალკაცის გადაცემა გამოიყენა - 4:0.
ტორპედოელებმა პრესტიჟის გოლის გატანა (ოთარ კვერნაძე) მოახერხეს, თუმცა ეს არ ყოფილა ამ სპარინგის ბოლო წერტილი - გიორგი კურმაშვილმა ქუთაისელებს მეხუთედაც გამოატანინა ბურთი ბადიდან - 5:1.
დილა: მუჯრიშვილი, ღონღაძე, თომაშვილი, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, გოგუა, ძარია, გვალია, ნონიკაშვილი, მარცვალაძე, მოდებაძე; შეცვლაზე: მაშუკოვი, პაპავა, კვახაძე, სამხარაძე, ახალკაცი, კაპანაძე, კურმაშვილი, დუდუჩავა.
ტორპედო (სასტარტო): თევდორაძე, ტაბატაძე, ადამაძე, ნერგაძე, ქიმაძე, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, სიჭინავა, კირკიტაძე, კახელიშვილი, შინდაგორიძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რაც შეეხება დილა-ტორპედოს თანაშს.
ძმებო ქუთაისლებო,ითამაშეთ კარგად და არ გექნებათ სალაპარიკო რომ ჩევნ არავის ვუყვარვართ და ყველა გვემტერებაო..სამტრო რა არის, უბრალოდ ლამაზი და მომგებიანი ფეხბურთი გაქვთ სათამაშო, ეგაა და ეგ.