უმაღლესი ლიგა. VI ტური: "სიონმა" თბილისში "საბურთალოს" მოუგო

AutoSharing Option
25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VI ტურის პირველი მატჩი გაიმართა. "ბენდელას" სტადიონზე "საბურთალომ" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

ანგარიში უკვე მე-9 წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ გახსნა და "საბურთალო" დააწინაურა. ბოლნისელებმა გათანაბრება 21-ე წუთზე, დავით სვანაძის გოლით შეძლეს, ვილი ისიანის დუბლით კი (57, 63) ანგარიშში წინ გასვლაც მოახერხეს. დარჩენილ დროში ჯაბა დვალმა (72) მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლო.

ამ გამარჯვებით "სიონნა" 14 ქულა დააგროვა და დროებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდა, "საბურთალო" კი 10 ქულით მეხუთეა.

დღის მეორე
მატჩი, რომელშიც თბილისის "ლოკომოტივი" ქობულეთის "შუქურას" დაუპირისპირდება, მოგვიანებით დასრულდება.

ტურის დანარჩენი შეხვედრები კი ხვალ, 26 სექტემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული