უმაღლესი ლიგა. VI ტური: "სიონმა" "საბურთალო" სტუმრად დაამარცხა

AutoSharing Option
25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VI ტურის ორი მატჩი გაიმართა.

"ბენდელას" სტადიონზე "საბურთალომ" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

ანგარიში უკვე მე-9 წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ გახსნა და "საბურთალო" დააწინაურა. ბოლნისელებმა გათანაბრება 21-ე წუთზე, დავით სვანაძის გოლით შეძლეს, ვილი ისიანის დუბლით კი (57, 63) ანგარიშში წინ გასვლაც მოახერხეს. დარჩენილ დროში ჯაბა დვალმა (72) მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლო.

დღის მეორე მატჩში თბილისის "ლოკომოტივმა" "მიხეილ მესხზე" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა. შეხვედრა 0:0 დასრულდა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები კი ხვალ, 26 სექტემბერს
გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული