"ბენდელას" სტადიონზე "საბურთალომ" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
ანგარიში უკვე მე-9 წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ გახსნა და "საბურთალო" დააწინაურა. ბოლნისელებმა გათანაბრება 21-ე წუთზე, დავით სვანაძის გოლით შეძლეს, ვილი ისიანის დუბლით კი (57, 63) ანგარიშში წინ გასვლაც მოახერხეს. დარჩენილ დროში ჯაბა დვალმა (72) მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლო.
დღის მეორე მატჩში თბილისის "ლოკომოტივმა" "მიხეილ მესხზე" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა. შეხვედრა 0:0 დასრულდა.
ტურის დანარჩენი შეხვედრები კი ხვალ, 26 სექტემბერს