მარტვილის "მერანი": ბადრი კვარაცხელია თითქმის გადაწყვეტილია

AutoSharing Option
თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ მარტვილის "მერანს" 50 წლის ბადრი კვარაცხელია ჩაიბარებს. ამ პოსტზე ის უკრაინელ ვლადიმირ ლობასს შეცვლის, ვისი წასვლის შემდეგაც "მერანს" დროებით ადგილობრივი სპეციალისტი გალაკტიონ ჭუბაბრია თავკაცობდა.

უცნაურია, რომ კვარაცხელიას ბოლო უქმეებზე სადებიუტო მატჩი ჰქონდა "გურიის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომელიც... სწორედ ჭუბაბრიას დამოძღვრილ "მერანთან" წააგო. თურმე, გამარჯვებულებსაც ასამართლებენ. ესეც ქართული პარადოქსია - მოგებულმა მწვრთნელმა სამსახური დაკარგა, წაგებულმა კი ვაკანტური პოსტი ჩაიბარა...

რაც შეეხება კვარაცხელიას, სხვადასხვა დროს მას ბოლნისის "სიონის" დუბლები, ბაქოს "სტანდარდი" და ცხინვალის "სპარტაკი" გაუწვრთნია, იყო აზერბაიჯანული "გაბალას"
მეორე მწვრთნელიც.

აქტიური ფეხბურთელობის ჟამს კი იცავდა "სქურის", თბილისის "დინამოს", თელავის "კახეთის", "რუსთავის", "აკადემიის", "მერანის", "ქიაფაზისა" და "შამქირის" ღირსებას. აზერბაიჯანის ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული