მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს.
"ვიმეორებ, ხვიჩა "ნაპოლიში" ძალიან ბედნიერია, ანაზღაურებითაც კმაყოფილია; ჩემი ოჯახიც ძალიან ბედნიერია, რომ ის "ნაპოლიში" თამაშობს. მინდა კლუბის ხელმძღვანელობას და პირადად აურელიო დე ლაურენტისს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ხვიჩა სერია A-ში ასპარეზობს.
ნეაპოლში ყველა თბილად გვექცევა, ამ ქალაქში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც
მინდა "ნაპოლის" ქომაგებმა იცოდნენ, რომ ხვიჩა არსად წასვლას არ აპირებს. ის ძალიან ბევრს შრომობს და 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ყოფნას სრულიად იმსახურებს. ის, რომ დღეს ამ დონეს მიაღწია, სწორედ "ნაპოლისა" და მისი თანაგუნდელების დამსახურებაა.
საქართველოში "რეალს" ბევრი ფანი ჰყავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლი" და "რეალი" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ყველა "პარტენოპეის" უგულშემატკივრებს.
რუდი გარსიამ მუშაობა ახლახან დაიწყო, ამიტომ ჯერ უნდა დაველოდოთ და მასზე შედეგების მიხედვით ვიმსჯელოთ", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.
კვარაცხელია: მხოლოდ ესპანეთთან მატჩზე ვფიქრობ და 90 წუთი სათამაშოდ მზად ვარ
AS: ესპანელთა პრობლემა მარტო კვარაცხელია როდია - სანიოლი დე ლა ფუენტეს სიურპრიზს უმზადებს
"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის კვარაცხელია დაასახელა
ფეხბურთის