რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი, მამუკა კვარაცხელია - სწორედ ამ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთმა უნდა შეძლოს და ქართული ფეხბურთი კრიზისიდან გამოიყვანოს.
ამ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, საკლუბო ფეხბურთს ვგულისხმობთ - ეროვნულ ჩემპიონატს, რომლის დონეც წლიდან წლამდე უკან და უკან მიდის და ვერც ვერავინ დაგვაჯერებს იმაში, რომ უმაღლესი ლიგის 16 გუნდამდე გაზრდა "რეფორმატორული" თუ "ისტორიული" გადაწყვეტილება იყო.
კი, ორმა გუნდმა ამ გადაწყვეტილებით
თუმცა ზედმეტად პესიმისტურ განწყობასაც ნუ შევიქმნით ამ საარჩევნო ყრილობის წინ, მით უფრო, რომ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, პრეზიდენტობის სამივე კანდიდატი გვპირდებოდა უკეთეს ჩემპიონატს...
თანაც, არცთუ უმნიშვნელოდ მიგვაჩნია ის ფაქტიც, რომ რევაზ არველაძეც, ლევან კობიაშვილიც და მამუკა კვარაცხელიაც "საიდანღაც" მოსული ან "მთლად ზემოდან დანიშნული" კანდიდატები კი არა, არამედ ქართული საფეხბურთო ოჯახის წარმომადგენლები არიან და სამივე მათგანს ჩვენი ფეხბურთის განვითარებაზე საკუთარი ხედვა აქვს. დანარჩენი კი დელეგატების გადასაწყვეტია...
იმედი დავიტოვოთ, რომ არჩევნები (მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო აჟიოტაჟი მოსალოდნელზე დიდი იყო) მშვიდად და, რაც მთავარია, სამართლიანად ჩაივლის და ჩვენს ფეხბურთსაც ახალი და ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება...
* * *
ამ წინასაარჩევნო აჟიოტაჟის ფონზე, ცოტა არ იყოს, უკანა პლანზე გადაინაცვლა შაბათ-კვირას გასამართმა ტურმა. არადა, ჯერ მარტო დღეს ორი ისეთი მატჩია, სატურნირო თვალსაზრისითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა რომ აქვს და საერთოდაც, დიდი ინტერესი რომ უნდა გამოიწვიოს: "დინამო არენაზე" ძველი მეტოქეები, თბილისისა და ბათუმის დინამოელები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, "სამტრედიამ" კი მოქმედ ჩემპიონსა და ამჟამინდელ ლიდერს, გორის "დილას" უნდა უმასპინძლოს.
ორი "დინამოს" პაექრობა მართლაც რომ საინტრიგოა: შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ბათუმელებმა 4 ქულა აიღეს დედაქალაქელებთან მატჩებში (სტუმრად მოიგეს, შინ კი ფრედ ითამაშეს).
"სამტრედია"-"დილას" ჯახი კი იმითიც არის საინტერესო, რომ მასპინძელთა ამჟამინდელი თავკაცი გია ცეცაძე თავის ყოფილ გუნდს უნდა ეპაექროს, თანაც, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ წინა სეზონში საჩემპიონო 3 ქულა "დილამ" სწორედ სამტრედიაში მოიპოვა...
ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ტურში ერთი მატჩი გადაიდოს. გაზეთის დაბეჭდვამდე ჯერ ცნობილი არ იყო, გაიმართებოდა თუ არა 4 ოქტომბერს დანიშნული "გურია"-"ზუგდიდის" შეხვედრა (გადადების შემთხვევაში, 10 ან 11 ოქტომბერს გაიმართება).
მოგეხსენებათ, 1 ოქტომბერს ტრაგიკულად დაიღუპა "გურიას" მეკარე მიხეილ გოგუაძე... ძალიან სამწუხარო ამბავია... არადა, შარშანდელი ოქტომბერი იყო, როცა "გურიას" კიდევ ერთი ფეხბურთელი, ნიკა კილაძე დაიღუპა ტრაგიკულად...
უმაღლესი ლიგა. VII ტური
03.10. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 15:00
ცხინვალი-კოლხეთი
დისკვალიფიკაცია: გიორგი კილასონია (კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები
8: +1 =4 -3, 7:6
03.10. თბილისი. დინამო არენა. 18:00
დინამო (თბ)-დინამო (ბთ)
დისკვალიფიკაცია: ვახტანგ ჭანტურიშვილი, გიორგი ბეგაშვილი (ორივე - დინამო თბ)
ურთიერთშეხვედრები
47: +6 =8 -33, 42:101
03.10. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 15:00
სამტრედია-დილა
ურთიერთშეხვედრები
27: +11 =2 -14, 31:39
საპოვნელა-ლოკომოტივი
03.10. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 15:00
დისკვალიფიკაცია: გიორგი მაკარიძე (საპოვნელა) - გიორგი დიასამიძე (ლოკომოტივი)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
04.10. ივანწმინდა. 15:00
ჩიხურა-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: ოთარ კუსიანი (ჩიხურა) - ირაკლი კლიმიაშვილი, ოთარ კვერნაძე (ორივე - ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები
10: +2 =5 -3, 9-12
04.10. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:00
შუქურა-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
04.10. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე. 15:00
გურია-ზუგდიდი
დისკვალიფიკაცია: თორნიკე მოსიაშვილი (გურია)
ურთიერთშეხვედრები
4: +2 =0 -2, 7:4
04.10. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 15:00
სიონი-მერანი
ურთიერთშეხვედრები
10: +5 =1 -4, 10-11
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"