ცენტრალური დაპირისპირება ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 68-ე წუთზე დათა სიჭინავამ გახსნა, სტუმრებმა კი ქულის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე, ბაჩანა არაბულის გოლით შეძლეს.
თბილისის "დინამო" 19 ქულით კვლავ სატურნირო ცხრილის ლიდერია, თუმცა თამაში რეზერვში აქვს მეორეადგილოსან ბოლნისის "სიონს", რომლის აქტივში 17 ქულაა.
* * *
საინტერესო დაპირისპირება გაიმართა ქობულეთში, ანგარიში უკვე მე-5 წუთზე გიორგი ბერიაშვილმა გახსნა, რომელმაც 71-ე წუთზე დუბლი მიითვალა.
* * *
სტუმრად მარტვილში სამი ქულა მოიპოვა ქობულეთის "შუქურამ", რომელმაც "მერანს" ანგარიშით 2:1 მოუგო. სამივე გოლი სტუმართა ანგარიშზეა - 27-ე წუთზე ავტოგოლი ალან ბაგაევმა გაიტანა, 45-ეზე გიორგი ჩელებაძემ გაათანაბრა, საბოლოო ანგარიში კი ელგუჯა ლობჟანიძემ 94-ეზე დააფიქსირა.* * *
ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა ფოთის "კოლხეთმა" თბილისის "ლოკომოტივს". ლანჩხუთში გამართულ მატჩში ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მე-18 წუთზე ანგარიში ალექსანდრე კოშკაძემ გახსნა, 24-ზე კი ნიკოლოზ სიჭინავამ უპირატესობა ორბურთიანი გახადა. შესვენებამდე დუბლის შესრულება მერაბ გიგაურმა (40-ე, 43-ე) მოასწრო.უმაღლესი ლიგის VIII ტურის კიდევ ორი მატჩი "დილა"-"გურია" და "ცხინვალი"-"ჩიხურა" ხვალ, 18 ოქტომბერს გაიმართება.