უმაღლესი ლიგა. IX ტური: "დილამ" და თბილისის "დინამომ" მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
23 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის IX ტურის ექვსი მატჩი გაიმართა.

* * *
ტურის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ბოლნისში გაიმართა, სადაც აქამდე წაუგებლად მოასპარეზე "სიონს" პირველი მარცხი მოქმედმა ჩემპიონმ,ა გორის "დილამ" აგემა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე ოთარ მარცვალაძემ გაიტანა.

* * *
ისევე როგორც "დილას", 22 ქულა აქვს თბილისის "დინამოსაც", რომელმაც მე-9 ტურის მატჩში "ცხინვალს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მე-3 წუთზე ანგარიში დინამოელმა გიორგი ქვილითაიამ გახსნა, მაგრამ მე-6 წუთზე გიორგი ივანიშვილმა გაათანაბრა. 29-ე წუთზე მსაჯმა სტუმარი ლევან კაკუბავა
გააძევა, თუმცა რიცხობრივი თანაფარდობა ტაიმის მიწურულს აღდგა, როცა კაკუბავას გზას გიორგი გველესიანი გაუყოლეს.

57-ე წუთზე "დინამო" კვლავ დაწინაურდა, გოლი ოთარ კაკაბაძის ანგარიშზეა - 2:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
საინტერესო დაპირისპირება შედგა სამტრედიაშიც, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ქუთაისის "ტორპედო" მიიღო და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

უკვე მე-10 წუთზე მასპინძლები წინ ავთო ენდელაძემ გაიყვანა, ქუთათურებმა კი 31-ეზე ირაკლი კლიმიაშვილის გოლით გაათანაბრეს. "ტორპედო" ანგარიშში ხელმეორედ ბუდუ ზივზივაძემ 71-ეზე დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი დავით ჯიქიამ (85) დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ქობულეთში "შუქურამ" ჯერჯერობით უიმედო მდგომარეობაში მყოფი "ზუგდიდი" მიიღო და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

ანგარიში მე-14 წუთზე გიორგი ჩელებაძემ 11-მეტრიანით გახსნა, 22-ე წუთზე კი ელგუჯა ლობჟანიძემ სხვაობა ორბურთიანი გახადა. სხვაობის შემცირება ზუგდიდელებმა ნიკა ნარმანიას (38) გოლით მოახერხეს.

* * *
ფოთის "კოლხეთმა" სტუმრად ივანწმინდაში მინიმალური ანგარიშით "ჩიხურას" მოუგო. ფოთელებს სამი ქულა 36-ე წუთზე ომარ გოგონაიამ მოუტანა.

* * *
ლანჩხუთში "გურიამ" ბათუმის "დინამო" მიიღო და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ვანო წილოსანის (59) გოლით კი იგებდა, თუმცა სტუმრებმა გათანაბრება მალევე მოახერხეს - 70-ე წუთზე ტატო აბუსელიძემ გაიტანა.

საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

* * *
უმაღლესი ლიგის IX ტურის დარჩენილი ორი მატჩი დღეს და ხვალ გაიმართება. დღეს 15:00 სთ-ზე ქუთაისში თერჯოლის ”საპოვნელა” მარტვილის ”მერანს” შეხვდება, კვირას კი ერთმანეთს თბილისურ დერბიში "ლოკომოტივი" და "საბურთალო" ითამაშებენ.

24.10. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 15:00
საპოვნელა-მერანი
დისკვალიფიკაცია: გიგა წურწუმია, თორნიკე შალიკაშვილი, ფირუზ მაგრაქველიძე (ყველა - მერანი)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან

25.10. თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00
ლოკომოტივი-საბურთალო
დისკვალიფიკაცია: ლაშა თოთაძე (საბურთალო)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული