რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურათი" რუსი ოლიგარქი დააინტერესა

AutoSharing Option
შესაძლოა, ქობულეთის "შუქურა" ანდრეი რაპაპორტმა დააფინანსოს. ეს ამბავი კლუბის დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ გაგვიმხილა.

რატომ შეიძლებოდა, დაინტერესებულიყო რუსი ოლიგარქი ქართული კლუბით? ამის შესახებ კომენტარი ჩელებაძეს ვთხოვეთ:

"დიახ, ანდრეი რაპაპორტი ქობულეთის "შუქურასთან" პარტნიორობით დავაინტერესე და მიხარია, რომ მისგან დაინტერესება არსებობს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროპის ლიგის საგზურს მოვიპოვებთ.

ჩვენ ბოლო დროს წარმატებით ვთამაშობთ და იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონატის სამეულში მოვხვდებით და ევროზონის საგზურს მოვიპოვებთ. ანდრეი რაპაპორტი ჩვენს კლუბთან კონტრაქტს ასეთ შემთხვევაში გააფორმებს", - ამბობს ჩელებაძე.

დავინტერესდით, ჩელებაძე ამ
საკითხზე უშუალოდ რუს ოლიგარქს ელაპარაკა თუ მისი ნდობით აღჭურვილ პირს:

"ერთი წლის წინათ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და "შუქურას" მომავალსა და პერსპექტივაზე რომ ველაპარაკე, დაინტერესდა და კლუბთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. სხვათა შორის, ამის თაობაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ, "შუქურას" უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ ვილაპარაკე - მაშინ რუს სპონსორზე რომ ვლაპარაკობდი, სწორედ რაპაპორტს ვგულისხმობდი.

ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან მაშინაც და დღესაც თანამშრომლობის პირობა იყო, რომ ქობულეთის "შუქურა" ევროპის ლიგაზე უნდა გასულიყო.

იმედია, წელს ამ მიზანს მივაღწევთ, გაცილებით მაღალ საფეხურზე ავალთ და რაპაპორტი ჩვენი კლუბის სპონსორი გახდება".

ანდრეი რაპაპორტი უკრაინაში, კერძოდ, ხერსონის ოლქში დაბადებული ებრაელია. ის გახლავთ მოსკოვის მენეჯმენტის სკოლის, "სკოლკოვოს" დამფუძნებელი. იყო "ალფა-ბანკის" მმართველი, კომპანია "იუკოსის" პირველი ვიცე-პრეზიდენტი, "რაო-ეს რუსეთის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, სააქციო საზოგადოება "როსნანოს" გამგეობის თავმჯდომარე. არის რუსეთის ებრაელთა კონგრესის პრეზიდიუმის წევრი. ოღონდ ეგ არის, რომ მის ბიოგრაფიაში საფეხბურთო აქტივობა არ ფიქსირდება.

მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რაპაპორტს გარკვეული ბიზნესინტერესები საქართველოშიც აქვს. ამჟამად ის რუსული კომპანია "ინტერ-რაოსა" და კომპანია "თბილწყალკანალის" მფლობელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძირს ჩელე
alika
08:26 31-10-2015
0
.. ჩელებაძე,მოაშორეთ შუქურას
alika
08:24 31-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული