ქუთაისში თერჯოლის "საპოვნელასთან" სათამაშოდ ჩავა გორის "დილა", ქობულეთში "შუქურა" ბათუმის"დინამოს" უმასპინძლებს, ხოლო თბილისში "ბენდელაზე" "საბურთალო" მარტვილის "მერანს" მიიღებს. სამივე მატჩი 14:00 სთ-ზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ტური 6 ნოემბერს, თბილისში, "ლოკომოტივისა" და "ზუგდიდის" მატჩით გაიხსნა, რომელშიც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 3:0 (იხილეთ ვრცლად). ტური ხვალ, 8 ნოემბერს დასრულდება.
07.11. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 14:00
საპოვნელა-დილა
დისკვალიფიკაცია: ბექა ბანძელაძე, ვეფხია მურადაშვილი (ორივე - საპოვნელა) - გიორგი ნავალოვსკი (დილა)
ურთიერთშეხვედრები
4: +2
=1 -1, 9:3
გასული თვე თერჯოლელთა გუნდისათვის აშკარად წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ: მირიან გეწაძის გუნდმა ორი მატჩის მოგებით რამდენიმე კონკურენტი ჩამოიტოვა. საპოვნელა-დილა
დისკვალიფიკაცია: ბექა ბანძელაძე, ვეფხია მურადაშვილი (ორივე - საპოვნელა) - გიორგი ნავალოვსკი (დილა)
ურთიერთშეხვედრები
4: +2
აი, "დილაზე" კი ნამდვილად ვერავინ იტყვის, ოქტომბერში ჩვეულ დონეზე იასპარეზაო: ჩემპიონატში ორ მტკივნეულ მარცხს თასიდან გამოვარდნაც მოჰყვა.
არც ის იქნება უმნიშვნელო ამბავი, რომ ხვალინდელ მატჩში "დილას" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გიორგი ნავალოვსკი და მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი არ ეყოლება: ორივე დისკვალიფიცირებულია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "საპოვნელა" და "დილა" უმაღლეს ლიგაში ერთმანეთს 21-წლიანი პაუზის მერე ხვდებიან.
07.11. ქობულეთი. "ჩელე არენა". 14:00
შუქურა-დინამო (ბთ)
დისკვალიფიკაცია: გიორგი ჩელებაძე (შუქურა)
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =1 -2, 3:7
სეზონის დაწყების წინ ცოტა თუ წარმოიდგენდა მოვლენების ასეთ განვითარებას: 10 ტურის შემდეგ "შუქურა" პირველ სამეულს სულ მცირედით ჩამორჩება და, ამას გარდა, 6 ქულით უსწრებს ბათუმის "დინამოს"! შუქურა-დინამო (ბთ)
დისკვალიფიკაცია: გიორგი ჩელებაძე (შუქურა)
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =1 -2, 3:7
აჭარული დერბის მონაწილენი აშკარად სხვადასხვა განწყობით ხვდებიან ხვალინდელ დაპირისპირებას: თემურ შალამბერიძის გაწვრთნილ "შუქურას" მართლაც შთამბეჭდავი სერია (ზედიზედ 4 მოგება, 8 წაუგებელი შეხვედრა) აქვს.
აი, საკადრო პრობლემებმოძალებულმა ბათუმის "დინამომ" კი ჩემპიონატსა და თასზე ჩატარებულ ბოლო 9 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა...
07.11. თბილისი. "ბენდელა". 14:00
საბურთალო-მერანი
დისკვალიფიკაცია: ირაკლი ციცხვაია (მერანი)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
ალბათ, სწორედ ამას უნდა დავაბრალოთ "საბურთალოს" არასტაბილური ასპარეზობაც, თუმცა ბევრად კი არა, მართლაც კატასტროფული ეთქმის "მერანის" სატურნირო მდგომარეობას: მარტვილელთა გუნდი ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ კვლავაც უიმედო აუტსაიდერად რჩება და დღევანდელი გადმოსახედიდან, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენიც არის, თუ როგორ უნდა დაიძლიოს ეს კრიზისი.საბურთალო-მერანი
დისკვალიფიკაცია: ირაკლი ციცხვაია (მერანი)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
"საბურთალოს" ძირითად ბირთვს 18-19 წლის ბიჭები შეადგენენ და თანაც, სხვადასხვა "ფრონტზე" უწევთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა.