არადა, თითქოსდა, ეს სწორი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, მაგრამ განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა - მასპინძლებს მეტი ფხა რომ გამოეჩინათ, ანდაც საფეხბურთო ფორტუნას მათი მხარე დაეჭირა, მინიმუმ ფრეს გამოჰკრავდნენ ხელს.
იყო ეპიზოდები, როცა გიორგი ნადირაძე იყო დამაჯერებელი, მისთვის აუღებელი დარტყმები კი, მისდა გასახარად, ლანჩხუთელებმა კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრეს.
განსაკუთრებით გამოსარჩევია დმიტრი ზოზულიას ყუმბარისებური "გასროლა".
თუმცა "გურიის" შემტევთა მაქსიმუმი ბურთზე თავის წარტყმა იყო, "ცხინვალის" მეკარემ ყველა რომ ხელებში "გააქვავა".
იმავეს ვერ ვიტყვით "გურიის" მეკარე-კაპიტანზე: 22-ე წუთზე რატი იმერლიშვილმა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ვერ შეიმაგრა და იქვე დადარაჯებულმა ლევან კაკუბავამ მასპინძელ მცველებს გონს მოსვლა არ აცალა - 0:1.
ამან ლანჩხუთელები არია, რისი ლოგიკური შედეგიც იყო ნიკა კაჭარავას გოლი - "ცხინვალის" მთავარმეგოლემ მცველების უყურადღებობით ისარგებლა.
პირველი ტაიმის დარჩენილ დროში "გურიის" პერსპექტივა, რომ თამაშის გადარჩენის თუნდაც მცირე შანსი მიეცემოდა, არ ჩანდა.
თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვით, განსაკუთრებით 1:2-ზე, თამაშს დიდი ინტრიგა დაურჩა. რა თქმა უნდა, მანამდეც რამდენჯერმე მიეცათ შანსი სტუმრებს (ძელი, მეკარე), თუმცა მათგან საუკეთესო სწორედ ბოლო წუთებზე იყო - ნიკა კაჭარავას დუბლის გაფორმება შეეძლო...
უნდა ითქვას, რომ მატჩის არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა თითოჯერ უთხრა უარი გუნდებს 11-მეტრიანის მოთხოვნაზე და თეთრ ნიშნულზე მხოლოდ მაშინ მიუთითა, როცა ცხინვალელებმა საჯარიმოში ხელით ითამაშეს.
სწორედ ვანო წილოსანის მიერ პენალტით გატანილი გოლი იყო, "გურიას" შანსი და თამაშს ინტრიგა რომ მისცა, მაგრამ უკეთესმა გუნდმა დამსახურებულად მოიგო. ლანჩხუთელებს კი ქულისთვის ცოტა მეტი იღბალი სჭირდებოდათ...
P.S. მატჩამდე ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გასულ წელს "გურიის"ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ნიკა კილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა. გამარჯვებულები დააჯილდოეს ნიკას ძმამ, "გურიის" კაპიტანმა ერეკლე კილაძემ, მამამ - გია კილაძემ და გასულ თვეში "გურიის" ასევე ტრაგიკულად დაღუპული მეკარის, მიშა გოგუაძის მამამ, გელოდი გოგუაძემ.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური
08.11. ლანჩხუთი. "ევგრ. შევარდნაძე"
გურია-ცხინვალი 1:2
გოლები: 0:1 კაკუბავა (22), 0:2 კაჭარავა (31), წილოსანი (83-პენ)
გურია: იმერლიშვილი, გელაშვილი (83. ლ. მჭედლიშვილი), ჩადუნელი, ქურდაძე, ხიზანეიშვილი, ზოზულია, ლ. კობერიძე (84. ა. რეხვიაშვილი), ნ. მაისურაძე, ზაქრაძე (56. მოსიაშვილი), ვ. წილოსანი, ს. ბახია.
სათადარიგოები: დაუშვილი, ლაბაძე, წერეთელი
მწვრთნელი: გია ჩხაიძე
ცხინვალი: გ. ნადირაძე, გორგიაშვილი, ლექვთაძე (54. მახარობლიძე), ქარდავა, ივანიშვილი (89. შულაია), მაისაშვილი, კაკუბავა, ცერცვაძე, ჯაფარიძე, ქოჩლაძე (69. ბეჭვაია), ნ. კაჭარავა.
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, ნ. ჯიშკარიანი, ცაცკრიალაშვილი
მწვრთნელი: კახი კაჭარავა
გაფრთხილება: კობერიძე (44), ქოჩლაძე (45), ცერცვაძე (51)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.
ბომბარდირები:
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 7
XII ტური
21 ნოემბერი, შაბათი
ზუგდიდი-საბურთალო
კოლხეთი-მერანი
დილა-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-საპოვნელა
ტორპედო-შუქურა
ჩიხურა-გურია
დინამო (თბ)-სამტრედია
22 ნოემბერი, კვირა
ცხინვალი-სიონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"