ცნობილია, რომ "დილას" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი ქობულეთის "შუქურასთან" მატჩის დროს გორელ გულშემატკივრებს შეეკამათა. ამის გამო, დისციპლინართა გადაწყვეტილებით, მას ფულადი ჯარიმა (1000 ლარი) და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.
ამავე შეხვედრის დროს, სტუმართა ლოჟაში მყოფმა ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტმა რევაზ ჩელებაძემ არბიტრი გიორგი ყრუაშვილი მისი გუნდის ფეხბურთელისთვის ყვითელი ბარათის ჩვენებისთვის შეურაცხყო, რისთვისაც 1200 ლარის გადახდა მოუწევს.
თბილისის "ლოკომოტივის" მეკარე ლაზარე კუპატაძეს კი მარტვილში, "მერანის" ქომაგების შეურაცხყოფისთვის, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
(იბეჭდება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"