მიხაილ გორელიშვილი კარიერას "ცხინვალში" გააგრძელებს

AutoSharing Option
22 წლის მიხაილ გორელიშვილი კარიერას "ცხინვალში" გააგრძელებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მხარეების სურვილის შემთხვევაში, კონტრაქტი კიდევ 6 თვით გახანგრძლივდება.

გეხსომებათ, ბოლოს გორელიშვილი გორის "დილას" ღირსებას იცავდა...

წესით, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა (გასულ სეზონში გორელიშვილი "დილასთან" ერთად ოქროს მედალს დაეუფლა) კახა კაჭარავას გაწვრთნილი გუნდი მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს.

გორელიშვილს თავის დროზე რუსეთის პირველი ლიგის ბინადარ "ტოსნოში" უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დილას საიტს ჰოსტინგი არა აქვს გადახდილი! ეს კაპიკებია... თუ იმას ამტკიცებთ, რომ ჰოსტინგის ფულიც არა გაქვთ, ისეთი ფინანსური კრიზისია - ეს სისულელეა! გულშემატკივრებს რომ არა სცემთ პატივს - ეს სირცხვილია!!!
დილას გულშემატკივარი
13:42 16-11-2015
0
"დილას" ხელმძღვანელობავ:რატომ არ იხსნება გუნდის ვებ გვერდი.გთხოვთ გაასწოროთ და მიაწოდოთ გულშემატკივრებს ინფორმაცია "დილაში" არსებული სიტუაციის შესახებ.რა ხდებაა...
pele
13:15 16-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული