ობამაზე ასჯერ დიდი ხელფასი აქვს მესის - რევაზ ჩელებაძე Sportall.ge-ს სტატიაზე

AutoSharing Option
Ssportall.ge ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტს, რევაზ ჩელებაძეს დაუკავშირდა და საიტზე გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, სადაც კლუბის ფინანსურ მდგომარეობასა და ფეხბურთელთა ხელფასებზე იყო საუბარი, კომენტარი სთხოვა.

ჩელებაძის განცხადებით, ფეხბურთელებისთვის ხელფასების დანიშვნა მათი კლასიდან გამომდინარე ხდება და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, გუნდი მუნიციპალური დაფინანსებისაა თუ კერძო.

რაც შეეხება "შუქურას" ფეხბურთელის, თორნიკე თარხნიშვილის მაღალ ხელფასს, ჩელებაძის თქმით, ის მისი გუნდის ლიდერია.

- ჯერ ერთი, არცერთმა ფეხბურთელმა არ იცოდა, სანამ თქვენ არ ჩაერეოდით, ვის რამდენი ხელფასი აქვს გუნდში. ჩვენზე
ბევრად მეტი ხელფასებია სხვა გუნდებში.

თორნიკე ხელფასს 4 500 ლარს იღებს. რით დაიმსახურა ეს თანხა? ის საჭირო ფეხბურთელია - გუნდის საყრდენი. მოვილაპარაკეთ, ოღონდ ჩვენთან ჩამოსულიყო და მივცემდით ამ ხელფასს. ჩამოვიდა და ღებულობს.

ფეხბურთელის ხელფასის ოდენობა მისი კლასის შესაბამისად განისაზღვრება და შეიძლება უფრო მეტის გადახდაც დაგვჭირდეს. წესია, როდესაც ფეხბურთელი მოგყავს გუნდში, წინასწარ უთანხმდები მას, რაში გჭირდება, რა თანხაზე მოვა სათამაშოდ. მე ჰაერივით მჭირდებოდა ეს მოთამაშე. მას თავისი პირობა ჰქონდა და რადგან მჭირდებოდა, გადავწყვიტე, ეს ხელფასი დაგვენიშნა მისთვის.

ობამას რომ ხელფასი აქვს, იმაზე ასჯერ მეტი აქვს მესის... 

- მაგრამ მესი კერძო კლუბში იღებს ამ ხელფასს...
- საიდანაც არ უნდა იღებდეს, ყველა ფეხბურთელი ასეა. ჩვენ შეგვიძლია საერთოდ არ გვქონდეს ფეხბურთი, გვყავდეს ბავშვები, ვიწვალოთ და ვითამაშოთ ასე. საყრდენი ფეხბურთელი რომ გჭირდება და გადასაწყვეტი რომ გაქვს თამაში, უნდა გადაუხადო.

- ანუ თორნიკე თარხნიშვილი თქვენი გუნდის ლიდერია?
- ნამდვილად, ის ერთ-ერთი სერიოზული ლიდერია ჩვენი გუნდის.

- მუნიციპალური დაფინანსების გუნდებთან დაკავშირებით არსებობს ეს შეკითხვები. რატომ აქვთ საბიუჯეტო გუნდების ფეხბურთელებს მინისტრებზე მაღალი ხელფასები?
- ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას ქუთაისის "ტორპედო", გორის "დილა"... გუნდები, რომლებსაც ჩვენზე დიდი ბიუჯეტები აქვთ. უფროსი მწვრთნელები სუფთად ბევრად მეტს ღებულობენ, სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ ახლა, თუ გადახედავთ გუნდებში, ბევრია ასეთი.

მაგდა კლდიაშვილი
სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 25 /
ჩვენს მინისტრსა და ობამას შორის კლასში იმდენი სხვაობაა, რამდენის მესისა და "შუქურელებს" შორის? :–))
და რაც მთავარია: აქ ლაპარაკია მუნიციპალურ თანხებზე, თორემ თქვენი შემოსავალი თუ გინდათ კაზინოში წაიღეთ
ეეო, ეეო, .....
11:45 25-11-2015
0
მესი ბიუჯეტიდან არ იღებს. და 5000 ლარისას რომელი რას აკეთებს ნეტა??
gurji
11:49 25-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული