ლაშა ჯაკობია: "კოლხეთი" დაშლის პირასაა! ვერ გავიგე, ფოთში ფეხბურთი აღარ უნდათ?!

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" სპორტული დირექტორი ლაშა ჯაკობია კლუბში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ღიად ლაპარაკობს და არ გამორიცხავს, რომ ეს გაურკვევლობა ცუდად დასრულდება:

"ბევრჯერ ითქვა, რომ ფოთის "კოლხეთი" უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩვენ უმაღლეს ლიგაში ყველაზე მწირი ბიუჯეტი გვაქვს - წლეულს სულ 280 ათასი ლარი გამოგვიყვეს. ცხადია, უმაღლესი ლიგის გუნდისთვის ეს მეტისმეტად მცირე თანხაა. დამატება მოვითხოვეთ. 160 ათასს შეგვპირდნენ, მაგრამ ჯერ მხოლოდ 30 ათასია გამოყოფილი, რაც პრემიების გასტუმრებას მოხმარდა, მაგრამ მოთამაშეების ხელფასების დავალიანება მაინც დაგვრჩა. ბიჭებს კი ოჯახები ჰყავთ, ელემენტარულად, არსებობა უნდათ და მინიმალურ ხელფასებსაც
ვერ ვუხდით.

არ ვიცი, ასე სადამდე უნდა გავძლოთ. არ შეიძლება, საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქში უმაღლესი ლიგის კლუბს უფრო ნაკლები ბიუჯეტი ჰქონდეს, ვიდრე ზოგიერთ მეორელიგელს. ხელფასებზე აღარაფერს ვამბობ, მოთამაშეები მიზერზე თამაშს დათანხმდნენ და ამასაც ვერ იღებენ. არადა, ამ მიზერული სახსრებით შარშან მე-10 ადგილი დავიკავეთ და ჩვენზე ბევრად მდიდარ კლუბებს გავუსწარით.

წლეულს მძიმედ დავიწყეთ, თუმცა გელა სანაიას მოსვლის შემდეგ გუნდი დალაგდა, ათამაშდა და ახლაც მე-10 ადგილზე ვართ. მაგრამ მე ის მაინტერესებს, ასეთი ფოკუსები როდემდე უნდა ვატაროთ, კლუბის წევრებსა და პერსონალს შრომა რომ დაუფასონ"?! - უკმაყოფილოა ლაშა ჯაკობია.

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის თქმით, გუნდი უკვე ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა მისული:

"თუ ვითარება დროულად არ გამოსწორდა, ფეხბურთელები კონტრაქტების დარღვევას მოითხოვენ, რისი უფლებაც აქვთ და "კოლხეთი" დაიშლება. ასეთ პირობებში არავინ დარჩება.

წლებია, გუნდს ვერ ეშველა, სტადიონის მშენებლობის ფული გაიფლანგა... ვერ გავიგე, ფოთში ფეხბურთი აღარ უნდათ?".

ჯაკობიამ პრობლემის მიზეზიც დაასახელა:

"ფოთის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ფეხბურთი თუ არ უყვართ, ვერ გავამტყუნებ, მაგრამ სხვა საქმეა, სურთ თუ არა კლუბის დაფინანსება. მათი პიროვნული დამოკიდებულება საქმეზე არ უნდა ისახებოდეს.

"კოლხეთი" საქართველოსთვის ისტორიული კლუბია და არავის აქვს უფლება, მას საკუთარი შეხედულებით მოექცეს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და სპორტის მინისტრი აბსოლუტურად მართალს ამბობენ, რომ კლუბის დაფინანსება მერის გუნება-განწყობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. რაც ვიცი, ახალი წლიდან ლევან კობიაშვილი და დავით მუჯირი ამ კუთხით საკითხის დაყენებას აპირებენ, რომ ფეხბურთში პიროვნული მიდგომა ერთხელ და სამუდამოდ მოისპოს და სახელმწიფოს პოლიტიკა დამკვიდრდეს.

კლუბებმა უნდა ვიცოდეთ, რამდენს გამოჰყოფს მთავრობა უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგების კლუბებზე. ყველა ქალაქში ერთნაირი თანხა უნდა იყოს, თორემ ერთგან 2 მილიონს იძლეოდე და მეორეგან ამის მეშვიდედს, ეს გამართლებული არ არის და კლუბებს არათანაბარ მდგომარეობაში გვაყენებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
სახელმწიფო რა შუაშია შენთუ არ ვარგიხარ და სირბილი გეზარება სახელმწიფო ფეხბურთს ვერ ითამაშებს იმის მესამედი პირობები არ ქონდა ადრინდელ თაობებს დღევანდელს როაქ მარა ბურთს ახევდენ თავზე ბავარიებს და მილანებს პროფესიონალიზმი ბაბა აი ესაკლია დღევანდელ თაობას და კიდე სიზარმაცე.
quTaiseli
27 ნოემბერი 2015 06:47
0
სანამ სახელმწიფოში დოყლაპიები იქნებიან ფეხბურტის არ ეშველება არაპერი.ფულის ჭამენ ყველა გუნდის პრეზიდენტები.
nanka
26 ნოემბერი 2015 22:02
0
კლუბების მხირდან ფულის მათხოვრობა უნდა დასრულდეს,, გინდა ფოთის კოლხეთი იყოს, გინდა შუქურა, დილა, ბოლნისი და სხვა არაერთი. უბრალოდ კლავს ამდაგვარი დაფინანსება ფეხბურთს.
Davit
26 ნოემბერი 2015 15:21
0
ზურა ბატონო, არ გინდათ, რომ ფეხბბურთი მართლა სპორტად გადაიქცეს. თუ კოლხეთი და ნებისმიერი კლუბი მხოლოდ იმიტომ უნდა შევინახოთ, რომ სამუზეუმო ექსპონატია არ ვიცი, ისე ასე არ შეიძლება გაგრძელება.. ფეხბურთი გარდა სპროტისა ბიზნესიც, არის ..

გუჯა ბატონო,, კიდევ ვიმეორებ, სახელმწიფოს მხრიდან სესხის გაცემა უუუუუუკაააააანოოონოოოოააა.. უკანონოო, არ შეიძლება ამის გაკეთება, გარდა ამისა კორუფციულ ელელემტნებს შეიცავ, ეს ნიშნავს იმას, რომ შეეეჭააამეეენ,, და არაფერსაც არ გაააკეთეებეეენ. ისევე, როგორც ეხლა არაფერს არ აკეთებენ.
Davit
26 ნოემბერი 2015 15:18
0
ბატონებო აქ საუბარია კოლხეთზე და არა სხვა კლუბებზე, ყველამ კარგად იცით რომ ფეხბურთის აკვანი ფოთში დაირწა,,და სირცხვილი იქნება რო ფოთს არც კლუბი ეყოლება და არც სტადიონი,. და თუ არ იცით ფოთს აფინანსებდა პორტი და 2004 წლიდან დაფინანსება შეუწყვიტეს რატომ ?? იმიტომ რომ ვიღაც მაღალჩინოსნება ჩათვალენ პორტს უნდა დაეფინანსებინა ზუგდიდი და საიდანაც ფეხბურთი შემოვიდა იმ ქალაქს წაართვენ ყველაფერი,, ჩვენ კი არ უნდა ვაკრიტიკოთ არამედ უნდა დაუდგეთ გვერდით ასეთ კლუბებს, აბა რა საქართველოსჩემპიონატზეა ლაპარაკი სადაც 5 გუნდი თბილისისაა,, მაშინ დავარქვათ თბილისის ჩემპიონატი და ეგაა,,, ყველას წარმატებებს გისურვებთ...
zura
26 ნოემბერი 2015 14:38
0
Davit! სესხი გასასტუმრებელი რომ ექნება იმიტომ აიყვანს კარგ ფეხბურთელებს და პროფესიონალ მწვრთნელებს.
გუჯა კახაძე
26 ნოემბერი 2015 14:18
0
სელექცია ახსენეთ, რატომ აიყვანს უკეთეს თუ დაფინანსება გარანტირებული აქვს?
აბა იყოს გუნდის ფიანსები მათ შედეგებზე დამოკიდებული თუ აიყვანს მერე უვარგის ფეხბურთელს.
ყოველი შემდგომი ადგილი რომ მისცემს 500 000 ათასს სხვვაობას, ვეღარ გაარისკავს მასე, ტავისი ჯიბით უნდა გარიკსონ და მეტი ალბათობით არ გააკეთებენ, ეხლა რა გაგმეობის და სახელმწიფოს ხარჯზე რისკავს და არ აჰყავს კარგი სპეციალისტი თუ სპორტსმენი.
Davit
26 ნოემბერი 2015 14:05
0
ბატონო გუჯა სამართლებრივად არის არასწორი. ის რაც საფუძველშივე არასწორია მისგან შედეგი სწორი ვერ იქნება. მაგ იდეას კორუფციული ელემენტები ახლავს ისევე დღევანდელი სახით დაფინანსებას.
დავითი- ამბობს, გარკვულ ეტაპზეოო დააფინანსოსოო, და გააკონტროლოსოო. ვერც ეს გამოვა. ესეც კორუფციულია,, ბუნდოვანია. მერე იმ მაკონტროლებლებს კიდევ მაკონტროლებლები უნდა დავუნუშნოთ და.ა.შ.

მოკლედ ფეხბურთში დასამებულების უმეტესობას ფეხბურთი რომ ესმის ფაქ
Davit
26 ნოემბერი 2015 13:59
0
Davit! სესხის შემთხვევაში სელექციაც პატიოსნად ჩატარდება და მწვრთნელებსაც ნაცნობობით აღარ მოიწვევენ. როდესაც სინჯებზე ფეხბურთელი 90 წუთის განმავლობაში 6 გოლს გაიტანს და მაინც უგუნდოდ დატოვებ რომელი ფეხბურთის განვითარებაზე არის ლაპარაკი.
გუჯა კახაძე
26 ნოემბერი 2015 13:21
0
12 გუნდზე მეტი საქართველოს უმაღლეს ლიგაში არ უნდა იყოს. ჩვენზე გაცილებით მდიდარ ქვეყნებს არ ყავს 16 გუნდი უმაღლესში!
misha Chaganava
26 ნოემბერი 2015 13:20
0

სიახლეები პოპულარული