სატურნირო ცხრილის ლიდერი თბილისის "დინამო" სტუმრად ლანჩხუთში "გურიას" დაუპირისპირდა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში გიორგი ქვილითაიამ გახსნა, რომელიც ბომბარდირთა დავაში ოთარ მარცვალაძეს გაუტოლდა 10 გოლით. მასპინძელთა მეორე გოლი ბაჩანა არაბულის შეტევის შემდეგ გავიდა - კონსტანტინე ხიზანეიშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
ამ გამარჯვებით თბილისის "დინამომ" 34 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა.
უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, სადაც ერთმანეთის თერჯოლის "საპოვნელა" და "ტორპედო" დაუპირისპირდნენ. "ტორპედომ" ანგარიშით 5:1
ქობულეთში 2-2 გოლი გაიტანეს "შუქურამ" და "ცხინვალმა". აღსანიშნავია, რომ მასპინძლები ელგუჯა ლობჟანიძის დუბლით ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქულას დასჯერდნენ.
"სამტრედიამ" შინ მინიმალური ანგარიშით "კოლხეთს" მოუგო. უგოლოდ დასრულდა აუტსაიდერების, "მერანისა" და "ზუგდიდის" დაპირისპირება მარტვილში.
დღეს გასამართი კიდევ ერთი შეხვედრა - "სიონი"-"ჩიხურა" მოგვიანებით დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ტური 27 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული "ლოკომოტივისა" და ბათუმის "დინამოს" მატჩით (1:1) გაიხსნა. ტურის ბოლო მატჩი, რომელშიც "საბურთალო" "დილას" უმასპინძლებს, კვირას შედგება.
უმაღლესი ლიგა. XIII ტური
28 ნოემბერი
გურია-დინამო (თბ) 2:0
გოლი: 0:1 გიორგი ქვილითაია (70), 0:2 კონსტანტინე ხიზანეიშვილი (საკ.კარში 87).
მერანი-ზუგდიდი 0:0
სამტრედია-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 დავით ჯიქია (68).
საპოვნელა-ტორპედო 1:5
გოლები: 0:1 გიორგი კუხიანიძე (14), 0:2 თენგიზ ბრეგაძე (16), 1:2 გიორგი ბუხაიძე (19), 1:3 ლაშა შინდაგორიძე (პენ, 25), 1:4 ლაშა შინდაგორიძე (30), 1:5 დათა სიჭინავა (65).
შუქურა-ცხინვალი 2:2
გოლები: 1:0 ელგუჯა ლობჟანიძე (26), 2:0 ელგუჯა ლობჟანიძე (32), 2:1 ნიკა კაჭარავა (35), 2:2 გიორგი ივანიშვილი (72).
27 ნოემბერი
ლოკომოტივი-დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 1:0 დემურ ჩიხლაძე (18), 1:1 გელა გოგიტიძე (62).
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. XIII ტური: ბათუმის "დინამომ" თბილისში ქულა მოიპოვა [VIDEO]