უმაღლესი ლიგა. XIII ტური: "დილამ" "საბურთალოს" კაცნაკლულმა აჯობა

AutoSharing Option
29 ნოემბერს უმაღლესი ლიგის XIII ტურის ბოლო დარჩენილი შეხვედრა გაიმართა.

"საბურთალომ" საკუთარ მოედანზე გორის "დილას" უმასპინძლა და ანგარიშთ 1:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ "დილამ" მეტოქის დამარცხება კაცნაკლულმა შეძლო. 33-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი ალექსანდრე კვახაძემ მიიღო. ამის მიუხედავად "დილამ" მეტოქეს 3 გოლი გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ჯაბა დვალი და თავი გოლით გამოიჩინა.

თბილისი, "ბენდელა"
საბურთალო-დილა 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 ისლამ მამუკოვი (45), 0:2 გოგიტა გოგუა (56), 0:3 გიორგი ნავალოვსკი (71), 1:3 ჯაბა დვალი (75)
გაძევება: ალექსანდრე კვახაძე (დილა
33)

28 ნოემბერი

გურია-დინამო (თბ) 2:0
გოლები: 0:1 გიორგი ქვილითაია (70), 0:2 კონსტანტინე ხიზანეიშვილი (საკ.კარში 87).

სიონი-ჩიხურა 4:0
გოლები: 1:0 ვილი ისიანი (70), 2:0 ვარლამ კილასონია (75), 3:0 ლუკა რაზმაძე (77), 4:0 ოთარ კობახიძე (90).

მერანი-ზუგდიდი 0:0

სამტრედია-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 დავით ჯიქია (68).

საპოვნელა-ტორპედო 1:5
გოლები: 0:1 გიორგი კუხიანიძე (14), 0:2 თენგიზ ბრეგაძე (16), 1:2 გიორგი ბუხაიძე (19), 1:3 ლაშა შინდაგორიძე (პენ, 25), 1:4 ლაშა შინდაგორიძე (30), 1:5 დათა სიჭინავა (65).

შუქურა-ცხინვალი 2:2
გოლები: 1:0 ელგუჯა ლობჟანიძე (26), 2:0 ელგუჯა ლობჟანიძე (32), 2:1 ნიკა კაჭარავა (35), 2:2 გიორგი ივანიშვილი (72).

27 ნოემბერი
ლოკომოტივი-დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 1:0 დემურ ჩიხლაძე (18), 1:1 გელა გოგიტიძე (62).
მკითხველის კომენტარები / 8 /
მერაბის სრულად ვეთანხმები, ეს დინამომ ერთხელ უკვე გააკეთა, მოდებაძე რომ წაიყვანა დინამოში და საერთოდ რომ არ ათამაშა, მაშინ დილას ჩაძირვა უნდოდათ, უეფაზე რომ არ წასულიყო და მიზანსაც მიაღწია, რუსთავს საკუთარ მოედანზე რომ მისცა თამაში.
vaxo
30 ნოემბერი 2015 12:46
0
დინამომ წააგო თუ მოიგო? იქნებ გაასწოროთ.
ნიკა
30 ნოემბერი 2015 12:46
0
ეხლა,პირველი წრის დამთავრების შემდეგ, თბილისის "დინამო"/ფიფია/ შეეცდება გორის "დილას" წამყვანი ფეხბურთელების გადაბირებას,რაც გუნდის ხელმძღვანელობამ არ უნდა დაუშვას.თუ ასე მოხდა,მაშინ ისედაც სუსტი ჩემპიონატი,უფრო დასუსტდება."დინამოს" კონკურენციას ვეღარავინ გაუწევს და იგი გახდება "თავკომბალა"გუნდი.ამით მივიღებთ გაცილებით სუსტ საქართველოს ჩემპიონატს,ვიდრე დღეს არის,რაც გაუმართლებელი იქნება სპორტული თვალსაზრისით.პირიქით,სახელმწიფოს გვერდში დგომით, სხვა გუნდებიც უნდა გაძლიერდნენ,რომ ერთმანეთს მეტი კონკურენცია გაუწიონ.ამით აიწევს ფეხბურთის დონე საქართველოში,რაც მისასალმებელია.
merabi
30 ნოემბერი 2015 10:03
0
elementarulad sssr-is dros spartaki,axla dinamo,kait raa,eg tqveni oligarqis dinamo 100 tavit naklebia dilaze,nu dahlit da atamahet bolomde,imedi iyo mmartveli wurbelebis wasvlis mere dalagdeboda yvelaferi da axla uaress nu gaxdit,atamahet fexburti
muradi-saqartvelo
30 ნოემბერი 2015 00:21
0
დაანებეთ ამ ფეხბურთს თავი. არ აქვს საქართველოს შანსი რომ ქონდეს კარგი ფეხბურთი. იმხელა ფული ტრიალებს ამ ფეხბურთში რო საქართველო და ქართველი ვითომგულშემატკივარი ვერასდროს დაეწევა. ტაქსისტის შემოსავლის დონის ხელფასი აქვს დღეს საშუალო ქართველ ფეხბურთელს და კი თამაშობს ტაქსისტივით. ვეღარ გაიგეთ რომ იმედს გვაძლევენ იმიტომ რომ ვიღაცეებმა ფული აკეთონ. თან რას თხოვთ როცა სტადიონზე წელიწადში მაქსიმუმ 2-ჯერ იქნებით ნამყოფი და ისიც მესის ან გერმანიის ნაკრების სანახავად. წარმოვიდგინოთ, რომ სახელმწიფომ მისცა თითო გუნდს 20 მილიონი ლარი და მოუწყო ინფრასტრუქტურა, ანუ მინიმუმ კიდე 10 მილიონი. იყოს თუნდაც 10 გუნდი. ყველამ ეს ფული გამოიყენა მიზნობრივად და ჩამოიყვანა ფეხბურთელები და დაიწყეს ნორმალურად თამაში. მაინც თითო თამაშზე მივა მაქსიმუმ 3000 ადამიანი რომელიც იყიდის 5 ლარიან ბილეთს. ანუ შევა ბილეთებიდან 15 000 ლარი, ტელევიზია ტრანსლირებაში ფულს ვერ გადაიხდის, რეკლამა სტადიონზე ვის რად უნდა მაგრამ ვთქვათ 5 000 ლარი. სულ თამაშზე შემოსავალი 20 000 ლარი. (თანხების დათვლისას გაითვალისწინეთ რაიონებში არსებული ეკონომიკური და სოციალური ვბითარება) ჩავთვალოთ, რომ სახელმწიფო ან მეცენატი ეხმარება ყველა გუნდს და უფინანსებს ყველა ხარჯს ხელფასის გარდა. სტადიონის ხარჯებსაც. ანუ თითო თამაშზე თითო გუნდს სუფთად შედის 10 000 ლარი. წელიწადში იქნება 400 000 ლარი. (10 გუნდიან ჩემპიონატში კიდე უფრო ნაკლები. გუნდში მინიმუმ 20 კაცი მაინც აიღებს ხელფასს (ფეხბურთელები, მწვრთნელი, ექიმი, მასაჟისტი) ანუ თითოს წელიწადში 20 000 ლარი. რაც საშემოსავლოს გარდა თვეში 1200 ლარია. ანუ ისევ ტაქსისტების ხელფასზე გავდივართ. მიუხედავად მინიმუმ 300 მილიონი ხარჯისა. რესურსი არ აქვს საქართველოს ფეხბურთის და ხო არიან ქვეყნები რომლებსაც არ აქვთ ფეხბურთი და ძალიან კარგადაც გრძნობენ თავს.. ამდენი ფული რო არ ჩავყაროთ რა ესტონეთთან სამით ნოლს ვერ წავაგებთ?.
hh
29 ნოემბერი 2015 23:23
0
თუ გინდათ ჩვენი ჩემპიონატის დონემ აიწიოს ხელი შეუწყეთ დილას და მსგავს კლუბებს, არ დაუშვათ უმაღლესის ჭაბუკთა ლიგად ქცევა, ხელი შეუწყვეთ დილას შეინარჩუნოს შემადგენლობა, ჰქონდეს სტაბილური გარემო და აუცილებლად ძალიან კარგ შედეგს ვაჩვენებთ ამ ზაფხულს ევროტურნირებზე.. თუ არადა ესე იგი არ გვქონია ჩემპიონატის დონის აწევის ამბიცია
კობიაშვილს, ხეჩიკაშვილს
29 ნოემბერი 2015 19:28
0
არამარტო ტელევიზიები, 2 დღე გავიდა და შემადგენლობები ვერ გავიგე გუნდების
akaki
29 ნოემბერი 2015 18:53
0
მოკლედ ეს ტელევიზიები რაა
Nukri
29 ნოემბერი 2015 16:03
0

სიახლეები პოპულარული