ლევან კობიაშვილმა და გივი ჭიჭინაძემ "საპოვნელას" ბაზა დაათვალიერეს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო კლუბ "საპოვნელას" ბაზა დაათვალიერეს.

მხარეებმა არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ფეხბურთელებისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე იმსჯელეს.

"საპოვნელა" უკვე ექვსი თვეა, რაც უმაღლეს ლიგაში გადავიდა და თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად სათანადო გარემოს საჭიროებს. ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში სამოქმედო გეგმაც მომზადდება.

ლევან კობიაშვილი ეტაპობრივად იმერეთის რეგიონის სხვა კლუბების ბაზებზე არსებულ მდგომარეობასაც გაეცნობა.

მომზადებულია nterpressnews.ge-ს  მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული