მხარეებმა არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ფეხბურთელებისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე იმსჯელეს.
"საპოვნელა" უკვე ექვსი თვეა, რაც უმაღლეს ლიგაში გადავიდა და თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად სათანადო გარემოს საჭიროებს. ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში სამოქმედო გეგმაც მომზადდება.
ლევან კობიაშვილი ეტაპობრივად იმერეთის რეგიონის სხვა კლუბების ბაზებზე არსებულ მდგომარეობასაც გაეცნობა.
მომზადებულია nterpressnews.ge-ს მიხედვით