სიახლეები ქუთაისის "ტორპედოში": წილოსანი გადაწყდა, მიგინეიშვილი განიხილება

AutoSharing Option
საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულებისთანავე ქუთაისის "ტორპედოში" ცვლილებების განხორციელება დაიწყო.

გუშინ, 24 დეკემბერს, კლუბთან სეზონის ბოლომდე კონტრაქტი ვანო წილოსანმა გააფორმა, რომელიც ქუთაისურ გუნდში ლანჩხუთის "გურიიდან" გადაბარგდა.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კლუბი გიორგი ქიმაძემ დატოვა, Sportall.ge-სთან საუბარში თავად ფეხბურთელმა უარყო.

კარიერას თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელებს "ტორპედოს" მეკარე რევაზ თევდორაძე. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მის შემცვლელად კლუბის ხელმძღვანელობა ომარ მიგინეიშვილს განიხილავს.

"ტორპედოსთან" მოლაპარაკებებს კლუბის ყოფილი ფორვარდი, ვახტანგ კვარაცხელიაც აწარმოებს.

"მოლაპარაკებების სტადიაზე ვართ და დიდი იმედი მაქვს, კონტრაქტს ხელს მოვაწერ", - გვითხრა კვარაცხელიამ, რომელიც
ბოლოს "ზუგდიდში" გამოდიოდა.

უმაღლესი ლიგის პირველი წრე ქუთათურებმა 20 ქულით მე-10 პოზიციაზე დაასრულეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტორპედო აუცილებლათ უნდა იყოს ძლიერი გუნდი,ქუთაისი ამას იმსახურებს.
bebeto
19:01 26-12-2015
0
მგონია რომ ტორპედო მეორე წრეში მოუმატებს და ევროპის ლიგაზე ითამაშებს.მე-10 ადგილი ტორპედოს არ ეკადრება ჩამორჩენა გუნდეფთან არც ისე ბევრია.ტორპედო აუცილებლათ უნდა იყოს ძლიერი გუნდი ეს ქართულ ფეხბუთს წაადგება.ქუთაისი ამას იმსახურებს.
bebeto
18:55 26-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული