საახალწლო საჩუქარი "გურიის" ქომაგებს: ლანჩხუთში მაგარი გუნდი კეთდებაო!

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიასთან" დაკავშირებით სასიამოვნო ინფორმაციები ისმის. არსებული ინფორმაციით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია კლუბის თანაინვესტირება.

ამ პერსპექტივის შესახებ ლანჩხუთის გამგებელი და ამავდროულად, "გურიის" პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ ლაპარაკობდა.

ინვესტორის ვინაობას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაახმაურებენ. სწორედ მაშინ გახდება ცნობილი იმ ახალწვეულთა ვინაობაც, რომლებთანაც მოლაპარაკებები, როგორც ამბობენ, უკვე დასრულებულია. ლაპარაკია ლეგიონერებზეც, მათ შორის - ევროპიდან, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკიდან.

გუნდს, სავარაუდოდ, მთავარი მწვრთნელიც უცხოელი ეყოლება. 15 იანვრიდან ყოველდღე მოსალოდნელია გუნდის ახალწვეულთა ოფიციალური პრეზენტაციები.

ცნობილია, რომ "გურია" შეკრებას გრიგოლეთში, საკუთარ ბაზაზე
დაიწყებს, სადაც ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში დასრულდა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა-რემონტი და იქ მხოლოდ ავეჯის შეტანაა საჭირო, რათა გუნდი მოსამზადებლად დაბანაკდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
იმედია კარგი ლეგიონერები იქნებიან,მწვრთნელიც კარგი იქნება ალბათ,გურიამ თავისი სიტყვა კიდევ უნდა თქვას ქართულ ფეხბურთში.
bebeto
16:33 14-01-2016
0
ლეგიონერებზე რომ გავიგე, ეგ გამიხარდა ყველაზე მეტად!
ლეგიონერის გარეშე ძლიერი გუნდი არ კეთდება, შევიგნოთ!
წარმატებები "გურიას"!
Burton
20:20 13-01-2016
0

სიახლეები პოპულარული