საახალწლო საჩუქარი "გურიის" ქომაგებს: ლანჩხუთში მაგარი გუნდი კეთდებაო!

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიასთან" დაკავშირებით სასიამოვნო ინფორმაციები ისმის. არსებული ინფორმაციით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია კლუბის თანაინვესტირება.

ამ პერსპექტივის შესახებ ლანჩხუთის გამგებელი და ამავდროულად, "გურიის" პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ ლაპარაკობდა.

ინვესტორის ვინაობას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაახმაურებენ. სწორედ მაშინ გახდება ცნობილი იმ ახალწვეულთა ვინაობაც, რომლებთანაც მოლაპარაკებები, როგორც ამბობენ, უკვე დასრულებულია. ლაპარაკია ლეგიონერებზეც, მათ შორის - ევროპიდან, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკიდან.

გუნდს, სავარაუდოდ, მთავარი მწვრთნელიც უცხოელი ეყოლება. 15 იანვრიდან ყოველდღე მოსალოდნელია გუნდის ახალწვეულთა ოფიციალური პრეზენტაციები.

ცნობილია, რომ "გურია" შეკრებას გრიგოლეთში, საკუთარ ბაზაზე
დაიწყებს, სადაც ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში დასრულდა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა-რემონტი და იქ მხოლოდ ავეჯის შეტანაა საჭირო, რათა გუნდი მოსამზადებლად დაბანაკდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ოღონდაც წინ წავიდეთ და რა მნიშვნელობა აქვს ვინ გააკეთებს ამას ურუშაძე თუ ჯორდანია...შეეშვით დაბოღმილ კომენტარებს ხელმოცარულნო
კოღო
17:00 13-01-2016
0
აბა სიამოვნებიტ ველოდები ცჰემ საყვარელ გუნდს
nukri
19:43 13-01-2016
0

სიახლეები პოპულარული