ტორპედო-დუკლა 0:1 - მეორე მარცხი თურქულ შეკრებაზე

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ქუთაისის "ტორპედომ" მეორე საკონტროლო შეხვედრა გამართა. რუმინეთის კლუბების ნაკრებთან დამარცხების (1:5) შემდეგ ალექსანდრ შტელინის გუნდი პრაღის "დუკლას" დაუპირისპირდა.

ჩეხურ წყაროს თუ ვენდობით, მათი გუნდი უპირატესობას ფლობდა და პირველ ტაიმში სამი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შეძლო.

სცენარი მეორე ტაიმშიც ანალოგიური იყო, ერთადერთი გოლი კი 84-ე წუთზე გავიდა - ქუთაისელთა კარში ბურთი სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა იაკუბ პოვაზანეცმა გაიტანა.

ტორპედო: ხაინდრავა, ტაბატაძე, მირცხულავა, ნერგაძე, ქიმაძე, საღრიშვილი, ბაბუნაშვილი, შინდაგორიძე, კლიმიაშვილი, წილოსანი, ტუღუში; შეცვლაზე: კვასხვაძე, კაპანაძე, კვარაცხელია, ნიკონოვი, ნაცვლიშვილი,
ბრეგვაძე, ფურცხვანიძე, ჭიჭინაძე, ფანცხავა, კვერნაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტორპედო კველას ცააგებს
ანატოლი
16:25 02-02-2016
0
პესიმისტურად ვარ განცკობილი.
ანატოლი
16:51 02-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული