თურქეთში იმერლები ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავენ, თუმცა აქედან მხოლოდ ორი მეტოქეა ცნობილი: 4 თებერვალს - სერბული "ნოვი პაზარი", ხოლო 11 თებერვალს - ბულგარეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი "ბეროე".
ჯელაძე გუნდის დაკომპლექტებაზე გველაპარაკა:
"გუნდში რადიკალური საკადრო ცვლილებები მოხდა და შევეცადეთ, დაბალანსებული შემადგენლობა გვყოლოდა.
მოვიწვიეთ გამოცდილი ფეხბურთელები - მეკარე გიორგი სომხიშვილი, აგრეთვე, დავით ოდიკაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, ალეკო
მაგრამ ახალწვეულთა დიდი ნაწილი ახალგაზრდაა - ფოთის "კოლხეთიდან" ავიყვანეთ აფხაზავა, ხონის "იმერეთიდან" - ქათამაძე, ნარიმანიძე, რომელიც ყაზახეთში თამაშობდა, "ბორჯომიდან" - შილაკაძე და ბიბილეიშვილი, რომელმაც ბოლნისის "სიონში" საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი, მაგრამ ტრავმის გამო ბევრი გაუცდა...
გუნდშიც ბევრი ახალგაზრდა დაგვხვდა, რომელთაგანაც თავდამსხმელებს - გიორგი ტყეშელაშვილსა და გიორგი ბუხაიძეს გამოვარჩევდი.
ჩვენ გამოცდილებიც გვჭირდება და ახალგაზრდებიც, რადგან კონკრეტული ამოცანის წინაშე ვდგავართ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"