მერანი-მონტანა 1:1 - ზავი ბულგარელებთან

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა მარტვილის "მერანმა" პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ბადრი კვარაცხელიას შეგირდები ბულგარულ "მონტანას" დაუზავდნენ - 1:1.

პირველ ტაიმში "მერანი" ლაშა ჯღამაიამ დააწინაურა. მეორე ტაიმში ბულგარელებმა წონასწორობა 11-მეტრიანით აღადგინეს.

მარტვილელებს გამარჯვებაც შეეძლოთ, თუმცა დათა ციცხვაიამ და იმედა აშორტიამ კარგი საგოლე შანსები ვერ გამოიყენეს.

მერანი: მამალაძე, მელიავა, ორბელაძე, გიორგაძე, გეგია, წყაროზია, ხაბელაშვილი, ჯიქია, ჯღამაია, გოგოლიძე, ჩიმაკაძე; შეცვლაზე შევიდნენ: დ. ციცხვაია, ი. ციცხვაია, შენგელია, აშორტია, გოგუაძე, გაზდელიანი, რუხაია, კიკნაველიძე, სევოსტიანენკო, კენჩხაძე.

"მერანი" ხვალაც ბულგარულ კლუბს შეხვდება, ამჯერად - "პირინს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული