ტორპედო-მლადოსტი 5:1 - ქუთაისური ტორნადო

AutoSharing Option
4 თებერვალს ქუთაისის "ტორპედომ" თურქეთში მოსამზადებელ ეტაპზე მესამე შეხვედრა გამართა. ალექსანდრ შტელინის გაწვრთნილები პოდგორიცის (ჩერნოგორია) "მლადოსტს" შეხვდნენ და შავი დღე აყარეს - 5:1.

წინა ორ ამხანაგურში დამარცხებულმა ტორპედოელებმა ჩერნოგორიის ჩემპიონატის ლიდერს ნამდვილი "ტორნადო" მოუწყვეს და შესვენებაზე 3-ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. გოლები ვანო წილოსანმა, გიორგი ქიმაძემ და გიორგი კუხიანიძემ გაიტანეს.

ქუთაისელები არც მეორე ტაიმში გაჩერებულან და კიდევ ორჯერ აიღეს მეტოქის კარი. ამჯერად თავი თორნიკე კაპანაძემ და შალვა ფურცხვანიძემ გამოიჩინეს, რასაც "მლადოსტმა" ერთი სანუგეშო გოლით უპასუხა.

ტორპედო (ძირითადი): ქვილითაია - ტაბატაძე, ნერგაძე, მირცხულავა,
ქიმაძე, კლიმიაშვილი, ბაბუნაშვილი - წილოსანი, კუხიანიძე, ბრეგვაძე - შინდაგორიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ტორპედო წლებია კრიზიშია,მაგრამ ეხლამჯერა რომ წარმატებები მოვა თუ ასე გაგრძელდა.კარგი მწრთნელი,კარგი გარემოგუნდში და კარგი კოლექტივი.ზოგადადგუნდის შეკმას დრო უნდა და უნდა შეევეგუოთ რადგან კველაფერი სწორად მიდის.
lasha
14:28 05-02-2016
0
11 თამაში წააგო ფერგიუსონმა როცა დანიშნეს მაგრამშემდეგ 25 წელი მართავდა გუნდს ასე რომ როცა საქმე სწორად მიდის კარგია.ძოძუაშვილის და დარასელიას მერე გუნდი ფეხზე დააყენო ურთულესი რამაა.
giorgi
14:31 05-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული