ტორპედო-მლადოსტი 5:1 - ქუთაისური ტორნადო

AutoSharing Option
4 თებერვალს ქუთაისის "ტორპედომ" თურქეთში მოსამზადებელ ეტაპზე მესამე შეხვედრა გამართა. ალექსანდრ შტელინის გაწვრთნილები პოდგორიცის (ჩერნოგორია) "მლადოსტს" შეხვდნენ და შავი დღე აყარეს - 5:1.

წინა ორ ამხანაგურში დამარცხებულმა ტორპედოელებმა ჩერნოგორიის ჩემპიონატის ლიდერს ნამდვილი "ტორნადო" მოუწყვეს და შესვენებაზე 3-ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. გოლები ვანო წილოსანმა, გიორგი ქიმაძემ და გიორგი კუხიანიძემ გაიტანეს.

ქუთაისელები არც მეორე ტაიმში გაჩერებულან და კიდევ ორჯერ აიღეს მეტოქის კარი. ამჯერად თავი თორნიკე კაპანაძემ და შალვა ფურცხვანიძემ გამოიჩინეს, რასაც "მლადოსტმა" ერთი სანუგეშო გოლით უპასუხა.

ტორპედო (ძირითადი): ქვილითაია - ტაბატაძე, ნერგაძე, მირცხულავა,
ქიმაძე, კლიმიაშვილი, ბაბუნაშვილი - წილოსანი, კუხიანიძე, ბრეგვაძე - შინდაგორიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რავი წინასწარ ნუ შევიქმნით ილუზიებს, მოგება კარგია მაგრამ ვნახოთ რა იქნება...
0
წელს გამოჩნდება თუ რისი იმედი უნდა გვქონდეს ქუთაისის ტორპედოს 2017-წწ-ში. არის კარგი მწვრთნელი არის ჯგუფი 4 კაცი ვეტერანი და 20 კაცი ახალგაზრდა- ნაზავი ქუთაისის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს და გვერდით უდგას გუნდს. ყველაფერი დამოკიდებულია გუნდზე.
ქუთაისელი
15:23 05-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული