წინა ორ ამხანაგურში დამარცხებულმა ტორპედოელებმა ჩერნოგორიის ჩემპიონატის ლიდერს ნამდვილი "ტორნადო" მოუწყვეს და შესვენებაზე 3-ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. გოლები ვანო წილოსანმა, გიორგი ქიმაძემ და გიორგი კუხიანიძემ გაიტანეს.
ქუთაისელები არც მეორე ტაიმში გაჩერებულან და კიდევ ორჯერ აიღეს მეტოქის კარი. ამჯერად თავი თორნიკე კაპანაძემ და შალვა ფურცხვანიძემ გამოიჩინეს, რასაც "მლადოსტმა" ერთი სანუგეშო გოლით უპასუხა.
ტორპედო (ძირითადი): ქვილითაია - ტაბატაძე, ნერგაძე, მირცხულავა,
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"