დინამო (თბ)-ვოევოდინა 2:1 - იურაი იარაბეკის 100%-იანი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამომ" მორიგი მატჩი ითამაშა თურქეთში და მორიგი გამარჯვება (სულ - სამიდან სამი!) იზეიმა.

იურაი იარაბეკის გუნდმა ამჯერად სერბულ "ვოევოდინას" სძლია - 2:1. თამაში ძალიან მაღალ ტემპში წარიმართა. იყო სამი წითელი და ყვითელი ბარათები.

უკვე მე-8 წუთზე ნიკოლოზ გელაშვილმა "დინამო" ზუსტი დარტყმით დააწინაურა.

32-ე წუთზე "ვოევოდინამ" პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა. გოლი ოჟეგოვიჩმა გაიტანა, ვინც ათ წუთში რენე ფერეირასთან ერთად გააძევეს მინდვრიდან.

მეორე ტაიმში "დინამოს" რიგებში არაერთი ცვლილება განხორციელდა. საბა ლობჟანიძის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

მე-60 წუთზე არბიტრმა როსიჩს უჩვენა წითელი
ბარათი, თუმცა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, "ვოევოდინა" კაცნაკლული არ დარჩენილა...

69-ე წუთზე ლობჟანიძემ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჯაბა ჯიღაური, ვინც შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ შეხვედრის ბოლო წუთებზე "დინამო" მეკარე გიორგი ბეგაშვილმა გადაარჩინა.

დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი), ჭელიძე, გველესიანი, რენე ფერეირა, ლოჩოშვილი (ამისულაშვილი), პარუნაშვილი (ჩაკვეტაძე), ჭანტურიშვილი, არაბული (ქვილითაია), კიტეიშვილი (ჯიღაური), ჯანელიძე (ს. ლობჟანიძე), გელაშვილი (იაშვილი).

იარაბეკის გუნდი მომდევნო სპარინგს 10 თებერვალს, ბრატისლავის "სლოვანთან" ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მერანი და ზესტაფონი რომელი იყო ბატე სპლიტი თუ ვოივოდინა? ძაან მაგარ ფეხბურთს თამაშობს გუნდი რასაც ვუყურებ უბურთოდ სულ პრესინგზე აკეთებენ აქცენტს და ბურთით კიდევ ძალიან კარგად აგორავებენ ყოჩაღ დინამოს.
sss-s
14:27 08-02-2016
0
Gეგუჩაძე მგონი ლოჩოშვილს და ჩაკვეტაძეს არ ათამაშებდა,გველესიანიც არ მახსოვს დაცვაში ყოპილიყო.კარგი გუნდია შემადგენლობით.წარმატებები
zviad
13:08 08-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული