დინამო (თბ)-ვოევოდინა 2:1 - იურაი იარაბეკის 100%-იანი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამომ" მორიგი მატჩი ითამაშა თურქეთში და მორიგი გამარჯვება (სულ - სამიდან სამი!) იზეიმა.

იურაი იარაბეკის გუნდმა ამჯერად სერბულ "ვოევოდინას" სძლია - 2:1. თამაში ძალიან მაღალ ტემპში წარიმართა. იყო სამი წითელი და ყვითელი ბარათები.

უკვე მე-8 წუთზე ნიკოლოზ გელაშვილმა "დინამო" ზუსტი დარტყმით დააწინაურა.

32-ე წუთზე "ვოევოდინამ" პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა. გოლი ოჟეგოვიჩმა გაიტანა, ვინც ათ წუთში რენე ფერეირასთან ერთად გააძევეს მინდვრიდან.

მეორე ტაიმში "დინამოს" რიგებში არაერთი ცვლილება განხორციელდა. საბა ლობჟანიძის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

მე-60 წუთზე არბიტრმა როსიჩს უჩვენა წითელი
ბარათი, თუმცა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, "ვოევოდინა" კაცნაკლული არ დარჩენილა...

69-ე წუთზე ლობჟანიძემ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჯაბა ჯიღაური, ვინც შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ შეხვედრის ბოლო წუთებზე "დინამო" მეკარე გიორგი ბეგაშვილმა გადაარჩინა.

დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი), ჭელიძე, გველესიანი, რენე ფერეირა, ლოჩოშვილი (ამისულაშვილი), პარუნაშვილი (ჩაკვეტაძე), ჭანტურიშვილი, არაბული (ქვილითაია), კიტეიშვილი (ჯიღაური), ჯანელიძე (ს. ლობჟანიძე), გელაშვილი (იაშვილი).

იარაბეკის გუნდი მომდევნო სპარინგს 10 თებერვალს, ბრატისლავის "სლოვანთან" ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფიფია როგორც ჩანს თავის დაპირებებს ასრულებს,,გუნდის დაყენებას ვგულისხმობ
თბილისს თოვლი არ ეღირსა და
11:44 08-02-2016
0
იარბეკის კი არა გეგუჩაძის დამსახურებაა
ალეკსანდრე
11:50 08-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული