მატჩი ძლიერი ქარის ფონზე მიმდინარეობდა. ანგარიში მერვე წუთზე მოლდოველებმა გახსნეს. ორჯერ უჩა სოსიაშვილის გუნდი გოლისგან მეკარე მიხეილ მუჯრიშვილმა იხსნა, მაგრამ მესამე შემთხვევაში მოლდოველი თავდამსხმელის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.
მე-12 წუთზე საჯარიმოში წესი დაარღვია გიორგი თექთურმანიძემ, რის შემდეგაც მეტოქემ პენალტი გამოიყენა - 0:2.
მე-20 წუთზე გორელებმა ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირეს - ოთარ მარცვალაძისგან ბურთი მიუვიდა გიორგი ჩელებაძეს, რომელმაც ზუსტად დაარტყა.
ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოსთვის გათანაბრდა. ჩელებაძის ჩაწოდება კარგად გამოიყენა ალან ბაგაევმა - 2:2.
დილა:
მომდევნო შეხვედრას "დილა" ჩერნოგორიის ჩემპიონატის ლიდერ "მლადოსტთან" გამართავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"