აღსანიშნავია, რომ "მერანი" ორბურთიანი სხვაობით იგებდა, მაგრამ ბადრი კვარაცხელიას შეგირდებმა სოლიდური უპირატესობა ხელიდან გაუშვეს.
მარტვილელთაგან გოლები ნიკა საბანაძემ (რომელიც ცოტა ხნის წინ ჩერკასკის "დნიპროში" ვარჯიშობდა და ერთ-ერთ მატჩში გოლიც შეაგდო) და ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანეს.
მერანი: მამალაძე, გიორგაძე (ი. ციცხვაია), ორბელაძე, მელიავა (გოგოლაძე), გეგია (კენჩხაძე), ჯღამაია, კიკნაველიძე, ჯიქია, ხაბელაშვილი (აშორტია), ჩიმაკაძე, საბანაძე.
"მერანი" 9 თებერვალს თურქეთში კიდევ ერთ მატჩს გამართავს, ორი დღის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება და ჩემპიონატის განახლებისთვის ადგილზე მოემზადება.
ყოველდღიური სპორტული