ბათუმის "დინამომ" თურქული შეკრება "ირტიშთან" ფრით დაასრულა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბათუმის "დინამომ" დღეს, 9 თებერვალს, ბოლო საკონტროლო შეხვედრა ყაზახურ "ირტიშთან" გამართა.

შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

"დინამო" შეხვედრის 26-ე წუთზე წინ გიორგი ბერიაშვილმა გაიყვანა, თუმცა ბათუმელებმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლეს - "ირტიშმა" 64-ე წუთზე მაინც გაიტანა, თავი ბელორუსმა ალექსანდრ მაკასმა გამოიჩინა.

ამ შეხვედრით ბათუმის "დინამომ" თურქული შეკრება დაასრულა და მომდევნო მატჩი უკვე საქართველოს ჩემპიონატში "ზუგდიდთან" სტუმრად 19 თებერვალს ექნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული